დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წელს საქართველოში სულ 32 მოხალისე მასწავლებელი ჩამოვიდა
2015/10/21 12:41:44

,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” პროგრამის ფარგლებში წელს საქართველოში სულ 32 მოხალისე მასწავლებელი ჩამოვიდა.

 

როგორც Aris.ge -განათლებამ მასწავლებელთა პროფესიული განათლების ცენტრში გაარკვია, პროგრამაში მონაწილეობს 3 პედაგოგი კანადიდან, 2 ბრიტანეთიდან და 25 ამერიკიდან.

 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი აცხადებდა, რომ პროგრამაში წელს ფრანგი და გერმანელი პედაგოგებიც ჩაერთვებოდნენ. ამ საკითხზე Aris.ge-განათლებამ გაარკვია, რომ საფრანგეთიდან წელს მხოლოდ ერთი მოხალისე მასწავლებელი ჩამოვიდა და ოქტომბრის ბოლოს გერმანიიდან ასევე ერთი პედაგოგს ელოდებიან.


მოხალისე მასწავლებლები უკვე გადანაწილდნენ რეგიონების მიხედვით აჭარა 5, გურია 2, თბილისი 1, იმერეთი 4, კახეთი 6, რაჭა-ლეჩხუმი 1, სამეგრელო-ზემო სვანეთი 7, ქვემო ქართლი 2, შიდა ქართლი 4.

 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ მოხალისე პედაგოგების ხელფასი წელსაც არ შეცვლილა და შეადგენს ხელზე ასაღებ 600 ლარს, საიდანაც 200 ლარს მოხალისე უხდის მასპინძელ ოჯახს კომუნალური გადასახადებისთვის. რაც შეეხება იმ მოხალისეებს, რომლებიც არ ქირაობენ საცხოვრებელ ფართს, მათი ანაზრაურება 400 ლარია.

 

,,მოხალისე მასწავლებელი დატვირთულია კვირაში მინიმუმ 25 საათი და თანამშრომლობს სამ ადგილობრივ უცხო ენის მასწავლებელთან. ერთი მოხალისე მასწავლებლის შენახვა ბიუჯეტს ერთი წლის განმავლობაში 12 500 ლარამდე უჯდება,”- განუცხადეს Aris.ge-განათლებას ცენტრში.

 

წყარო: http://edu.aris.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5656
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია