საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
კაპიტანი 65 ათასი ლარით დაჯარიმდა
2015/10/21 11:11:05

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, გემის მიერ შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. კამბოჯის დროშით მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში სამეურნეო ფეკალური წყლები ჩაღვარა.

 

საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურებისთვის გემის კაპიტანი 65 000 ლარით დაჯარიმდა. მასვე დაეკისრა გარემოსთვის მიყენებული ზიანის  4 290 ლარის გადახდაც.

 

 

სამართალდამრღვევი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ჯარიმის გადახდის შემდეგ დატოვებს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1860
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია