დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„თბილისზე მზრუნველი“ – მეხანძრე
2015/10/20 17:01:43

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველი თორღვა თორღვაშვილი, „თბილისობა 2015“-ის ფარგლებში, ქალაქ თბილისის მერიის პროექტში წარდგენილ ნომინაციაზე ხალხის რჩეული და წლის „თბილისზე მზრუნველი“ გახდა. მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ „თბილისზე მზრუნველი“ ხმის მიცემის საფუძველზე, თავად აერჩიათ.

 

„თბილისზე მზრუნველის“ წოდება ყოველწლიურად იმ მოქალაქეებს ენიჭებათ, ვინც საკუთარ საქმეს უანგაროდ ემსახურება, ზრუნავს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს დედაქალაქის განვითარებაში.

 

წლის „თბილისზე მზრუნველი“ თორღვა თორღვაშვილი უკვე 13 წელია მეხანძრე-მაშველია. 13 ივნისს ქალაქ თბილისში მომხდარი წყალდიდობის დროს მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და დიდი წვლილი შეიტანა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

 

მოქალაქეების რჩეულის გამოვლენა და „თბილისზე მზრუნველის“ დაჯილდოების ცერემონია რიყის პარკში გაიმართა. გამარჯვებული მეხანძრე-მაშველი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ პირადად დააჯილდოვა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2432
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია