საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მანდატურის სამსახური: განათლების სამინისტრო მანდატურებს „რუსთავი 2“-ის მხარდასაჭერ აქციებზე წასვლას არ უკრძალავს
2015/10/20 15:39:50

მანდატურის სამსახურის განცხადება


საგანამანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო გადაცემა „კურიერში“ გასულ სიუჟეტს, თითქოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მანდატურებს ტელეკომპანიის მხარდასაჭერ აქციებზე წასვლა უკრძალავს, რაც მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ სიცრუის ტირაჟირებისკენ, რადგან მანდატურის სამსახურში მსგავსი მითითება არ გაცემულა.

 

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მანდატურის სამსახურის შექმნიდან დღემდე, სახელმწიფომ ამ სამსახურში უზარმაზარი რესურსი ჩადო. სკოლის მადატურები უწყვეტ რეჟიმში გადიან გადამზადებას, მათ აქვთ პროფესიულ განვითარების ყველა შესაძლებლობა და შესაბამისად,  თითოეული მათგანი მანდატურის სამსახურისთვის უმნიშვნელოვანეს კადრს წარმოადგენს.


ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ ახალი ხელსუფლების მოსვლის შემდეგ, მანდატურის სამსახური სრულიად აპოლიტიკური გახდა. სწორედ ამის შედეგია, რომ ამ სამსახურის რეიტინგი და მანდატურებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის გამოც დამატებითი კადრების მომზადება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. თუმცა, მანდატურ ფიქრია შაბურიშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადება ღირსებას ულახავს ამ სამსახურში გატარებულ  ძირეულ რეფორმას, რომლის შედეგად, მანდატურის ძირითადი მოვალეობა მხოლოდ  სკოლის უსაფრთხოების დაცვა, ძალადობისა და დარღვევების პრევენცია, დაპირისპირებულ მოსწავლეებს/სტუდენტებს შორის მედიატორის როლის შესრულება და კონფლიქტური სიტუაციის გამოვლენა და კონფლიქტის მოგვარება გახდა.

მოგახსენებთ, რომ მანდატურის თანამდებობაზე საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური ფიქრია შაბურიშვილი 2010 წლიდან მუშაობს თუმცა, ბოლო პერიოდში  მისი მხრიდან არაერთხელ ჰქონდა ადგილი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას, რის გამოც მიეცა გაფრთხილება. მეტიც, მას მიეცა შეთავაზება სურვილის შემთხვევაში, სხვა სკოლაში გადაყვანაზე თუმცა, 2015 წლის 30 სექტემბრიდან ის საერთოდ აღარ ცხადდება სამსახურში და არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, რაც გამოიხატება პასუხისმგებლობის აცილებაში, რომელიც მოსწავლის უსაფრთხოების დაცვას ეხება. შესაბამისად, მანდატურის სამსახურის მონიტორინგის სამმართველომ დაიწყო სამსახურებრივი მოკვლევა ფიქრია შაბურიშვილის მიერ სავარაუდოდ, უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, რადგან მანდატურისა სამსახური არ დაუშვებს მსგავს ქმედებებს. ამასთან, ვინმეს მხრიდან  სამსახურის დაკნინებისა და დაშანტაჟების მცდელობას, მიუხედავად იმისა, რომელ პოლიტიკურ პარტიას ემსახურება, რადგან თითოელი მანდატურის გადამზადებაში, სახელმწიფოს მხრიდან უზარმაზარი რესურსია ჩადებული.


სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, ფიქრია შაბურიშვილი მხრიდან გაკეთებული განცხადებები გვაფიქრებინებს, რომ ის გამოგონილია მხოლოდ და მხოლოდ მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად, რადგან სამსახურებრივი მოკვლევის დასრულების შემდეგ, სანქცია მის მიმართ იქნება შესაბამისი.


 

 მანდატურის სამსახური, როგორც აპოლიტიკური უწყება,  მზადყოფნას გამოთქვამს დაინტერესებულ მხარეებს,  არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ ჟურნალისტებს  დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს ფიქრია შაბურიშვილის განცხადებთან დაკავშირებით. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2139
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია