საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პროექტი ,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამართლებრივი ადვოკატირება” დაიწყო
2015/10/20 15:25:16

სამართლებრივი მხარდაჭერის ჯგუფის წევრებმა ქუთაისის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრსა და ქუთაისის შშმ ბენეფიციართა დღის ცენტრში „ვალენტინი“ საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. 


მოეწყო პროექტის ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამართლებრივი ადვოკატირებაპრეზენტაცია. 
პროექტის ერთერთი უმთავრესი ამოცანაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით იურისტების, შშმ პირებისა და უფლებადამცველებისაგან დაკომპლექტებული სამართლებრივი მხარდაჭერი ჯგუფების ამუშავება თბილისსა და დასავლეთ საქართველოში, რომლებიც გამოავლენენ და შეისწავლიან შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე წარმოშობილ დისკრიმინაციის ფაქტებს, მოიძიებენ საქმის გარშემო მტკიცებულებებს, მოამზადებენ სარჩელს და უზრუნველყოფენ სასამართლოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წარმომადგენლობას. აღნიშნული ჯგუფები ასევე ყველა მსურველს გაუწევენ იურიდიულ კონსულტაციას და სხვადასხვა სახის დახმარებას (შუამდგომლობა, განცხადების დაწერა, მიმართვების შედგენა და ..).


პროექტს კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის აშშ- საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. 


დასავლეთ საქართველოს სამართლებრივი მხარდაჭერის ჯგუფი მუშაობს ქუთაისში, კოალიციის პარტნიორი ორგანიზაციისქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი”- ბაზაზე და მოიცავს იმერეთის, გურიის, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4830
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია