საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ (CITES) მცენარეთა კომიტეტის 22-ე შეხვედრა
2015/10/19 15:55:41

სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებკონვენციის (CITES)  მცენარეთა კომიტეტის 22-ე შეხვედრა გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ და   კონვენციის გენერალურმა მდივანმა ჯონ სკანლონმა მიმართეს, სადაც  მცენარეთა სახეობებით ვაჭრობის საკითხები, მათ შორის საქართველოს მიერ ამ კუთხით განხორციელებული ქმედებები განიხილეს.

 

 „ქორთიარდ მერიოტში“  ველურ მცენარეთა და ცხოველთა დაცვის თემაზე ნახატების გამოფენაც გაიმართა.  კონკურსი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლების  მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.  გამარჯვებულ კონკურსანტებს პრიზები გადაეცათ.

მცენარეთა და ცხოველთა დაცვის თემატიკაზე გამართული კონკურსის მიზანია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და   ბიომრავალფეროვნების პოპულარიზაციაა.

 

საერთაშორისო ვაჭრობის დარეგულირების მიზნით, 1973 წელს ვაშინგტონში მიღებულ იქნა კონვენცია გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ (CITES). კონვენცია ძალაში შევიდა 1975 წლის 1 ივლისს. ამჟამად კონვენციის მხარეა მსოფლიოს 181 ქვეყანა.  საქართველო კი (CITES) 1996 წელს შეუერთდა.

 

კონვენცია ქვეყნებს ავალდებულებს, დაარეგულირონ და აკონტროლონ კონვენციის I, II და III დანართებში შესული ფლორისა და ფაუნის სახეობათა ნიმუშებით საერთაშორისო ვაჭრობა. CITES-ის მიხედვით, „საერთაშორისო ვაჭრობანიშნავს კონვენციის დანართებში შეტანილი ცხოველთა და მცენარეთა სახეობების ნიმუშების ექსპორტს, იმპორტს, რეექსპორტს და ინტროდუქციას ზღვიდან (სახელმწიფოში ნებისმიერი ისეთი სახეობის შეტანას, რომელიც მოპოვებულია ნეიტრალურ წყლებში). კონვენციით რეგულირდება არა მხოლოდ ცოცხალი მცენარეებითა და ცხოველებით, არამედ მათი ნაწილებითა და დერივატებით ვაჭრობაც. რაც ნიშნავს, რომ ნებართვას საჭიროებს CITES-ის დანართებში შეტანილი ცხოველებისა და მცენარეებისაგან ან მათი ნაწილებისაგან დამზადებული ნაკეთობებისა და მათგან მიღებული პროდუქტების ექსპორტ-იმპორტი. რეგულირდება, როგორც კომერციული მიზნით ისაერთაშორისო ვაჭრობა, ისე პირადი საკუთრების ტრანსსასაზღვრო გადაადგილება.

 

 

ამჟამად CITES-ის დანართებში შეტანილია ცხოველთა დაახლოებით 5000 და მცენარეთა 28000 სახეობა.

 

 

კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობებიდან საქართველოსათვის მნიშვნელოვანი ვაჭრობის ობიექტებს წარმოადგენს თეთრყვავილა (Galanthus woronowii) და ყოჩივარდა (Cyclamen coum). აღნიშნული სახეობებით ვაჭრობა მიმდინარეობს წლების მანძილზე. ამ პერიოდში განხორციელდა რამდენიმე წარმატებული პროექტი, რის საფუძველზეც საქართველო აღიარებული იქნა, როგორც წარმატებული მაგალითი.

 

 

შეხვედრაში მონაწილეობა 50 ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელმა, კონვენციის მხარეებმა და  არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1664
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია