საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერია: „გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ამ ქმედების უკან დგას პოლიტიკური პარტია...“
2015/10/19 15:32:13

„მედია-კავშირ „ობიექტივის ეთერით გასულ მასალას, ქუთაისში მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით, მერიის პრესსამსახურის ოფიციალურ გვერდზე ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითთმართველობის ქონების მართვის სამსახური განცხადებით პასუხობს.

 

ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმათველობის ქონების მართვის სამსახურის განცხადება

 

2015 წლის 9 ოქტომბერს არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“-ს ეთერში გავიდა არასწორი ინფორმაცია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიწის ნაკვეთების კანონდარღვევით განკარგვასა და ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების საკითხთან დაკავშირებით.


მედია-კავშირ ,,ობიექტივვის“ ვიდეო-მასალაში მოყვანილია ფაქტები, რომელიც აბსოლუტურად დაცილებულია ობიექტურ ჭეშმარიტებას. ვიდეო რგოლი ქუთაისის მერიის იმიჯის დისკრედიტაციას ითვალისწინებს, რომელზეც გვსურს, სამართლებრივი რეაგირება მოვახდინოთ. გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ამ ქმედების უკან დგას პოლიტიკური პარტია ,,საქართველოს პატრიოტთა ალინსი“. შესაბამისად, მედია-კავშირ „ობიექტივს“ ვურჩევთ, დაინტერესდეს 2013 წელს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ ქუთაისში როგორ გაასხვისა ათობით სკვერი და ტროტუარი. თუკი მედია-კავშირი არ შეწყვეტს სიცრუის ტირაჯირებას ქუთაისის მერია იძულებული გახდება სასამართლოს მიმართოს.
„მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად; „მაუწყებლები ვალდებულნი არიან, მიიღონ ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწორონ შეცდომები“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად; „დაინტერესებულ პირს საწყისი განცხადების გაკეთებიდან, მათ შორის, ფაქტის მოყვანიდან 10 დღის ვადაში უფლება აქვს მოსთხოვოს შესაბამის მაუწყებელს საწყის განცხადებაში მოცემული მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორება ან უარყოფა საწყისი განცხადების ხანგრძლივობით და დაახლოებით იმ დროს როდესაც გაკეთდა საწყისი განცხადება“. 
შესაბამისად, მედია-კავშირ „ობიექტივს“ ეგზავნება წერილი, რომელსაც თან ერთვის ყველა დოკუმენტაცია, რაც ვიდეო-რგოლში მოყვანილ არასწორ ფაქტებს ადასტურებს.

 

მოკლედ მორიგ ცრუ ბრალდებებზე

 

9 აპრილის ქუჩა №2, ნაკვეთი №2-1-ში მდებარე 3721.0 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მდებარეობს მე-2 ზონის პირველ ქვეზონაში, სადაც 1 კვ.მ-ზე საწყისი საპრივატიზებო საფასური შეადგენს 91 ლარს. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, 2014 წელს ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა 4-ჯერ. კერძოდ:
24 თებერვლის N197 ბრძანებით, საწყის საპრივატიზებო საფასურად განისაზღვრა 338 611.0 ლარი. გამარჯვებული არ გამოვლინდა.


განმეორებით გამოცხადდა 17 აპრილის N492 ბრძანებით, იგივე ფასად სადაც კვლავ არ გამოვლინდა გამარჯვებული. 
განმეორებით გამოცხადდა 8 მაისის N587 ბრძანებით, იგივე ფასად სადაც კვლავ არ გამოვლინდა გამარჯვებული. 
განმეორებით გამოცხადდა 7 აგვისტოს N734 ბრძანებით, რომელზედაც გამოვლინდა გამარჯვებული, საბოლოო ღირებულებით 343611.0 ლარი. საწყისი ფასი შეადგენდა 338611.0 ლარს, ბიჯის ოდენობა კი 5000 ლარს.
მიწის ნაკვეთის ნორმატიული საფასური განსაზღვრული იყო, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 26 თებერვლის №249 დადგენილების შესაბამისად, სადაც მე-2 ზონის პირველი ქვეზონაში, 1 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საწყისი საპრივატიზებო საფასური შეადგენდა 91 ლარს.


9 აპრილის ქუჩა №2, ნაკვეთი №2-3 -ში მდებარე შენობა-ნაგებობებზე, მასზედ დამაგრებულ მიწის ნაკვეთთან ერთად აუქციონი გამოცხადდა 4-ჯერ. კერძოდ:


7 აგვისტოს N735 ბრძანებით, საწყის საპრივატიზებო საფასურად განისაზღვრა 510542 ლარი (მიწის ნაკვეთი 4962 კვ.მ. შენობა-ნაგებობა 574.72 კვ.მ.). გამარჯვებული არ გამოვლინდა.
განმეორებით გამოცხადდა 10 სექტემბრის N972 ბრძანებით, საწყის საპრივატიზებო საფასურად განისაზღვრა 510542 ლარი (მიწის ნაკვეთი 4962 კვ.მ. შენობა-ნაგებობა 574.72 კვ.მ.). გამარჯვებული არ გამოვლინდა.
განმეორებით გამოცხადდა 8 ოქტომბრის N1158 ბრძანებით, საწყის საპრივატიზებო საფასურად განისაზღვრა 510542 ლარი (მიწის ნაკვეთი 4962 კვ.მ. შენობა-ნაგებობა 574.72 კვ.მ.). გამარჯვებული არ გამოვლინდა.
განმეორებით გამოცხადდა 1 დეკემბერის N1524 ბრძანებით, რომელიც ჩატარდა 2014 წლის 17 დეკემბერს. საწყისი საპრივატიზებო საფასური შეადგენდა 369219 ლარს /მიწის ნაკვეთის ღირებულება 3410 კვ.მ-ზე შეადგენდა, 310310 ლარს, ხოლო შენობა-ნაგებობების ღირებულება შეადგენდა, 574.72 კვ.მ-ზე 58909 ლარს/, ბიჯი 2000 ლარს, ხოლო საბოლოო ფასმა შეადგინა 371219.0 ლარი. 


რაც შეეხება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებას, რომლის შესაბამისადაც მუნიციპალიტეტებს ევალებოდა ახალი საწყისი საპრივატიზებო საფასურის დადგენა, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს მიერ მიღებული იქნა 2015 წლის 25 თებერვალს N77 დადგენილებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული დადგენილებით 9 აპრილის ქუჩაზე, 1 კვ.მ-ზე მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო საფასური შეადგენს 125 ლარს, რაც ვერ იმოქმედებდა თავისთავად ცხადია 2014 წლის 7 აგვისტოს გამოცხადებულ აუქციონზე.
ამდენად, გავრცელებული ინფორმაცია, ზემოთაღნიშნული მიწის ნაკვეთის დაბალ ფასად გასხვისების თაობაზე, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილების შესაბამისად, ახალი ნორმატიული ფასი მიღებული იქნა 2015 წლის 9 იანვარს N65 დადგენილებით, ხოლო მიწის ნაკვეთის გასხვისება განხორციელდა 2014 წლის 23 აგვისტოს.

 

რაც შეეხება, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების საერთო და სპეციალურ ადგილებზე ორგანიზების უფლების სასყიდლით გადაცემისათვის ელექტრონული აუქციონის გამოცხადებას, მასზედ 2014 წელს გამოცხადდა ნოემბრის თვეში აუქციონი, სადაც გამარჯვებული არ გამოვლინდა. ხოლო 2015 წელს კი გამოცხადებული იქნა 2-ჯერ აუქციონი, სადაც კვლავ არ გამოვლინდა გამარჯვებული. 
ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე, 2007 წელს, კონკურსის წესით გაცემული იქნა შესაბამისი ადგილები, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის პარკირების ადგილების მოწყობის მიზნით, რომლებზედაც კონკურსში გამარჯვებულები ვალდებული იყვნენ განეხორციელებინათ პარკირების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც მათ მიერ არ მომხდარა. 


პარკირებიდან მიღებული შემოსავლები ბოლო 4 წლის განმავლობაში შეადგენს 155703 ლარს, რაც დაახლოებით მინიმუმ 3-ჯერ ნაკლებია, დღევანდელ წლიურ საიჯარო ქირასთან მიმართებაში. 
ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან გამოცხადებულ აუქციონებზე არ გამოვლინდა გამარჯვებული, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მომხდარიყო შპს-ეს დაფუძნება, რომელიც უზრუნველყოფდა ქალაქის ტერიტორიაზე პარკირებასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირებას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას, რაც მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს პარკირებას ქალაქის ტერიტორიაზე და ამასთან ერთად გაცილებით მეტი თანხების მობილიზება /10-ჯერ მეტი/ მოხდება ადგილობრივ ბიუჯეტში, ვიდრე ის შეადგენდა თუგინდ მთელი 8 წლის განმავლობაში ერთიანად მიღებულ შემოსავლებს.

ასევე ყოვლად აბსურდული ბრალდებაა, დავით და კონსტანტინეს ქუჩა №19-ში მდებარე მიწის ნაკვეთის ნაწილის, ფართობით 555 კვ.მ-ის პირდაპირი განკარგვის წესით, საკრებულოს თანხმობის გარეშე შპს „იმერტარანსი“-სთვის, სარგებლობაში 20 წლის ვადით გადაცემის საკითხი.


აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე აუქციონი გამოცხადდა 2014 წლის 12 თებერვალს N143 ბრძანებით, რომელიც ჩატარდა იმავე წლის 4 მარტს და გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „იმერტრანსი“. წლიური საწყისი საიჯარო ქირა შეადგენდა 5439 ლარს /10-ჯერ მეტი ვიდრე იხდიდა მოიჯარე/, ბიჯი 100 ლარს, ხოლო ელექტრონულ აუქციონზე საბოლოო დასახელებულმა ფასმა შეადგინა 53239 ლარი. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა, დადგენილი წესის შესაბამისად არ მოახდინა ხელშეკრულების გაფორმება, რომლის შესაბამისად გაუქმდა აუქციონის შედეგი.
განმეორებით ელექტრონული აუქციონი გამოცხადებული იქნა 2014 წლის 31 ივლისს N655 ბრძანებით, რომელიც ჩატარდა იმავე წლის 18 აგვისტოს და გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „იმერტრანსი“. საწყისი წლიური საიჯარო ქირა შეადგენდა 10000 ლარს /მანამდე გამოცხადებული წლიური საიჯარო ქირა გაორმაგდა/, ბიჯი 1000 ლარს, საბოლოო წლიურმა საიჯარო ქირამ კი შეადგინა 11000 ლარი /20-ჯერ მეტი ვიდრე იხდიდა მოიჯარე/. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ზემოთაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, ფართობი შეადგენდა 696 კვ.მ. გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების შესაბამისად, წლიური საიჯარო ქირა შეადგენდა 504 ლარს.

 

წყარო: ქუთაისის მერიის პრესსამსახური

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1831
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია