საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ვარლამ ლიპარტელიანმა პარიზის გრან სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა
2015/10/19 10:52:10

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ერთ-ერთი პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის - პარიზის გრან სლემის გამარჯვებული გახდა.



90 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად განთესილმა ქართველმა სპორტსმენმა საჩემპიონო გზაზე ხუთი მეტოქე ჩამოიშორა და ოქროს მედალთან ერთად 500 სარეიტინგო ქულა მოიპოვა.

 

ფინალამდე ლიპარტელიანმა ესტონელი ალექსანდრ მარმელიუკი, რუსეთის ნაკრების წევრ საიდ ემი ჟამბეკოვი და ფრანგი აქსელ კლერჟე დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში სერბ ალექსანდრ კუკოლის სძლია.

 

გადამწყვეტ ბრძოლაში ვარლამ ლიპარტელიანი კიდევ ერთ ფრანგს - ალექსანდრე იდირს შეხვდა და უქულოდ დასრულებული ძირითადი დროის შემდეგ, მეტოქე დამატებით დროში იუკოთი დაამარცხა.

 

პარიზის ტატამზე საქართველოს ქალთა ნაკრების ნატურალიზებული წევრი ესტერ სტამიც (70 კგ) გავიდა. პირველ წრეში სტამა რუსი ალენა პროკოპენკო დაამარცხა, მერვედფინალში კი ტურნირზე მეორე ნომრად განთესილ გერმანელ ლაურა ვარგას კოხთან ორი გაფრთხილებით წააგო.


პარიზის გრან სლემზე მსოფლიოს 84 ქვეყნის 435 ძიუდოისტი იღებდა მონაწილეობას.

 

წყარო: http://msy.gov.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 17674
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია