დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფაქტორები, რომლებიც საქართველოში რეპეტიტორების ინსტიტუტის პოპულარობას განაპირობებს
2015/10/19 10:27:49

რეპეტიტორების ინსტიტუტი იყო და რჩება  პოპულარურად.   2011  წელს   ჩატარებული კველვის მიხედვით, ( კვლევა ჩაატარა განათლების  პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა)  ყოველი მეოთხე  მოსწავლე  სარგებლობს აღნიშნული სერვისით.  კვლევამ  ასევე  აჩვენა,  რომ  რეპეტიტორებთან დადიან არამარტო დამამათავრებელი,  არამედ  დაწყებითი და საშუალო საფეხურის მოსწავლეებიც (ამ შეთხევაში ცენტრის შესწავლის საგანს არ წარმოადგენდა მხოლოდ  გამოცდებისთვის მოსამზადებელი  რეპეტიტორების საკითხის შესწავალა)   ( დამამთავრებელ კლასში მოსწავლეების 57% ემზადება. საშუალო საფეხურზე 42,6%, საბაზოზე 37,2%, დაწყებითზე 15%)

 

კვლევის შედეგების მიხედვით, მშობელთა დანახარჯი  დაახლოებით 300 მილიონი ლარის ფარგლებშია.


ზემოთმოყვანილი მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ  სკოლები ვერ პასუხობენ საზოგადოების მოთხოვნას. ამიტომ მათ უწევთ სხვა გზების მოძიება  სასურველი და სერვისის მისაღებად.

 

კერძო რეპეტიტორების  საკითხს  უმარავი მხარე  აქვს,  ბევრი კუთხით  არის მისი შესწავლა შესაძლებელი,  თუმცა სასკოლო კვლევების  ცენტრისთვის  მოცემულ შემთხევაში  ეს ფენომენი საინტერერესოა  რამდენიმე მიზეზის გამო:

 

პირველი:   პრაქტიკა  არის  ქვემოდან წამოსული,  სახელმწიფო არ მონაწილეობს მის ფუნქციონირებაში.  ამ კუთხით გახლავთ სწორედ საინტერესო ჩვენთვის.   ინსტიტუტი წარმოაჩენს,  იმას, როგორ  პასუხობს საზოგადოება, დამოუკიდებლად,  ზემოთ დაყენებულ პრობლემას- განათლების დაბალ დონეს  სკოლებში.  საინტერესოა ის, რომ  ეს გახლავთ  გზა, რომელიც თვითონ საზოგადეოებამ  მშობლემბა,  მოსწავლეება,  სწავლების უშუალო ბენეფიცარემბა გაიკვლიეს.

 

მეორე  რის გამოც  ცენტრისთვის საინტერესოა ამ ფენომენის შესწავლა არის  ის,  რომ ეს ინსტიტუტი ამართლებს მოლოდინებს, რასაც  მასზე დიდი მოთხოვნაც მეტყველებს.

 

ცენტრი  რეპეტიტორების პრაქტიკას  არ განიხილავს  აპრიორი უარყოფით მოვლენად.  თუმცა, პრობლემად  მიგვაჩნია ის, რა დასკვნის გამოტანაც შეიძლება აქედან – რომ   ხარიხიანი  ცოდნის მიღება  არის  ელიტური, ანუ   ამ სერვისით სარგებლობის  შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ მათ ვისაც აქვს  საშუალება.( ზემოთ ნახსენები კვლევის მიხედვით, რეპეტიტორებთან  მაღალშემოსავლიანი ოჯახების ბავშვების  მომზადების წილი 64%-ია, დაბალშემოსავლიანი ოჯახებისა კი  24%. )   სწორედ ეს არის სახელმწიფოს პრობლემა. სახელწიფო  უნდა უზრუნველყოფდეს ყველა მოსწავლითვის თანაბარი და მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებას.

 

როგორც ზემოთ ვთქვით, ამ საკითხს უამრავი მხარე აქვს და ბევრი სხვადასახვა კუთხიდან არის საჭირო  და შესაძლებელი მისი შესწვლა, თუმცა ამ შემთხვევაში  ჩვენი ინტერესეის საგანს წარმოადგენდა შეგვესწავლა დაწვრილებით ის ობიეტური და  სუბიექტური  ფაქტორები  რის გამოც ეს ინსტიტუტი არის პოპულარური,  რა უპირატესობა აქვს მას სკოლაში სწავლსთან შედარებაით ,  რა შეიძლება  სკოლამ გაიზიაროს მისგან?

 

კლუბ frontline Georgia-ში   ცენტრის ორგანიზებით  გაიმართა მრგვალი მაგიდა  ზემოთ მოყვანილ საკითხებზე  სამსჯელოდ.  დისკუსიაში მონაწილეობდენენ აბიტურიენტები,  პედაგოგები,  სკოლის მმართველი, რეპეტიტორები, დისკუსიაზე საკმაოდ საინტესრესო აზრები გამოითქვა:

 

ობიექტური ფაქტორები:


  1. ფაქტორი:  აბიტურიენტი თვითონ ირჩევს რეპეტიტორს.

როგორც დისკუსიისას გამოიკვეთა, ის, რომ აბიტურიენტებს ან მშობლებს აქვთ საშუალება თვითონ აირჩიონ რეპეტიტორი, ეს ზოგადად ამ ინსტიტუტიდან მიღებული განათლების ხარსიხზე  დადებითად  მოქმედებს.   ის, რომ აბიტურიენტს  არჩევანის საშუალება აქვს, ეს მას გარკვეულწილად  უზრდის შანსს, რომ მიიღოს უკეთესი ხარხისხის სერვისი.

 

შეიძლება თუ არა ამ კომპონენტის გაზიარება სკოლის დონეზე?


არჩევითობის  გაზიარება დღევანდელი  სასკოლო სისტემიდან  გამომდინარე  წარმოუდგენელიც კია,  რადგან  სკოლებში  არ  არსებობს საგნებისა და პედაგოგების არჩევითობა.   თუმცა, საგანამთლებლო ინსტიტუციის დონეზე  არჩევითობის პრაქტიკა  არსებობს  უმაღლეს სასაწავლებებში,  სადაც სტუდენტები ირჩევენ ლექტორებს.

 

2. ფაქტორი – ინდივიდუალური მიდგომა, მეტი ყურადღება 


მეორე უმთავრეს  ფაქტორად,  რის გამოც რეპეტიტორების ინსტიტუტს უპირატესობა აქვს სკოლაში სწავლათან შედარებით, არის  ის, რომ  მას  აქვს საშუალება  მეტი  დრო და ყურადღება დაუთმოს მოსწავლეს, მიუდგეს ინდივიდუალურად ,  გაიგოს მისი სუსტი და ძლიერი მხარე და  დახარჯოს  იმდენი დრო რამდენიც იქნება საჭირო მოსწავლისთვის, როგორც დამსწრე მოსწავლემ აღნიშნა სკოლა  ამის საშუალებას არ იძლევა. ამის მიზეზებია     სტანდარტული საგაკვეთილო დრო, მოსწავლეთა რაოდენობა კლასში,   ყურადღების არათანაბარი განაწილება პედაგოგების მხრიდან,  ასევე პროგრამა,  რომლსაც  უნდა მისდიოს  პედაგოგმა.

 

ამ კომპონენტის გასაზიარებლად სასკოლო დონეზე  საჭირო იქნება რამდენიმე  სტანდარტის    გაუქმება, კერძოდ: საგაკვეთილო  დრო,   პროგრამა,  ამ ყველაფრეზე  პასუხიმგებლობის აღება მოუწევს პედაგოგს, რეპეტიტორისშემთხევაში სწორედ ასეა.

 

3. ფაქტორი – სასწავლო რესურსების შერჩევა და მოსწავლის დონეზე მორგებული  სასწავლო გეგმა.


კიდევ ერთი უპირატესობა  არის, რომ რეპეტიტორი მოსწავლეს,  საგნის ცოდნის დონიდან გამომდინარე უდგენს ინდივიდულაურ პროგრამას  და ასვე, ის თვითონ ირჩევს  სახელმძვანელოებს,  რითაც  უნდა ასწავლოს მას.   როგორც დამსწრეებისგან ითქვა, ხშირად  რეპეტიტორები არ სარგებლობენ იმავე სახელმძვანელოებით, რაც  სასკოლო  პროგრამაშია,  ან დამატებით ხდება  სხვა რესურების შერჩევა.  როგორც დამსწრე  რეპეტიტორმა  აღნიშნა, ეს  მათ აძლევთ საშუალებას უკეთესი ხარიხსის ცოდნა  მისცენ მოსწავლეს.

 

სასკოლო დონეზე ამ პრატიკის გაზიარება გულისხმობს, რომ პროფესიონალ პედაგოგებს მიეცეთ ავტონომია თვითონ შეარჩიონ სასწავლო რესურები.

 

4. ფაქტორი – მოტივაცია


რეპეტიტორს,  სკოლის მასწავლებელთან შედარებით,  აქვს გაცილებით დიდი მოტივაცია,  რომ კარგად ასწავლოს მოსწავლეს  და ბოლომდე დაიხარჯოს, რადგან მისი შემოსავლი  უშუალოდ დამოკიდებულია  მის მიერ გაცემული სერვისის  ხარისხზე. ანუ,  პასუხისმგებლობა  არის ის, რითაც ხელმძვანელობს  რეპეტიტორი,  ის  რომ მისი შემოსავალი  დამოკიდებულია მის  გარჯაზე, ეს მას უბიძგებს მოეკიდოს საქმეს უფრო მეტი პასუხისმგებლობით, განსხვავებით სკოლის პედაგოგისგან,  რომლიც   უფრო მეტად ხელმძღვანელობს  ვალდებულების პრინციპით : „მოვალეა ჩაატაროს  4 ან 5 გაკვეთილი დღეში“   ხარისხზე  მოთხოვნა მას უშუალო მომხმარებლის მრიდან არ წარმოეშვება. რეპეტიტორის მაღალი მიტივაცია ასევე განპირობებულია იმით,  რომ მისი ანაზღაურება პედაგოგისას დაახლოებით 3 ჯერ აღემატება.

 

რა შეიძლება გაიზიაროს სკოლამ ამ კომპონენტისგან?


საიტერესო   არის ის,  რომ  როგორც ზემოთნახსენებიდან ვნახეთ,  ყველაზე  ობიეტური ცოდნა  განათლების ხარისხის შესახებ არსებობს უშუალოდ ბენეფიციარებთან.  ასევე, ყველაზე მეტად მათ წინაშე პირდაპირი პასუხიმგებლობა წარმოშობს  და განაპირობებს მასწავლებლის  მაღალ მოტივაციას.

 

სკოლებმა  უნდა დანერგონ  მშობელთა  და  მოსწავლეთა გამოკითხის სისტემა,  პედაგოგების შესაფასებლად  და მათი აზრი,  უნდა ნიშნავდეს ბევრს მასწავლებლებითვის.

 

5. ფაქტორი მშობელთა ცნობიერება


ერთ- ერთ ფაქტორად ასევე დასახელა მშობელთა ცნობიერება,  რის გამოც რეპეტიტორთან მიღებული ცოდნის მაღალი ხარისხია განპირობებული. როგორც ითქვა,  რადგან მშობლებს რეპეტიტორების შემთხვევაში თავიანთი ჯიბიდან  უწევთ ფულის გადახდა, მოთხოვნელობაც უფრო მეტია.  სკოლის შემთხვევაში ეს ასე არ არის,  ამიტომ,  მომთხოვნელობაც ნაკლებია.  თუ იქნება მეტი მოთხოვნა,  პედაგოგეთა და სკოლის ადმინისრაციის დამოკიდებულებაც გაიზრდება და უფორ მეტი პასუხმგებლობით მოეკიდებიან  საქმიანობას.

 

დისკუსიაში მონაწილე სკოლის მმართველმა ამის კონკრეტული მაგალითებიც მოიყვანა.

 

ასევე ითქვა რომ მოსწავლეების მხიდანაც  რეპეტიტორის  მიერ მიცემულ დავალებების მიმართ უფრო   სერიოზული მიდგომაა, ვიდრე სკოლის გაკვეთილების მიმართ .

 

სუბიექტური ფაქტორები:


როგორც დისკუსიისას ითქვა, ობიეტური მიზეზების გარდა, არსებობს სუბიეტური ფაქტორებიც, რაც განაპირობებს რეპეტიტორების პოპულარობას.

 

6. ფაქტორი – მოდა, ფსიქოლოგიური ფატორი.  


რეპეტიტორების ინსტიტურის  პოპულარობის ერთ- ერთ ფატორად ასევე  დასახელდა  ე.წ. მოდა ანუ ის, რომ   რეპეტიტორთან სიარული  ზოგჯერ  გარკვეული მოდას აყოლაა,   გარკვეული უპირატსობის წარმოჩენის სასუალებაა  მოსწავლებისთვის,  მაშინ როცა სკოლაში კარგად  სწავლა  არ არის მოდური.

7. ფაქტორი- სისტემური პრობლემა

ერთი-ერთი  ფაქტორი  არის  სისტემური პრობლემა და განათლების მიზნების არასწორი გაგება საზოგადოების მხრიდან -ზედმეტად ორიენტირებულობა ცოდნაზე და ნაკლები აქცენტი  უნარების განვითარებაზე,   რაც სკოლის დონეზე გაცილებით კარგად არის შესაძლებელი.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე,   შეგვიძლია თამამად  დავასკვნათ, რომ ერთ- ერთი დიდი პრობლემა, რაც გააჩნია  სასკოლო განათლებას არის  არამარტო პედაგოგების დაბალი კვალიფიკაცია,  ან მოსწავლეთა დაბალი მოტივაცია, არამედ  სისტემა,  სტანდარეტები, რომლიც არ იძლევა საშუალებას ინსტიტუციურ დონეზე  მოხდეს  იმის შეათავზება მოსწავლეებისთვის,  რაც  ხერხდება მის გარეთ.


არ შეიძლება არ გაგვახსენდეს ტონი ვაგნერის ფრაზა, რომ “სასკოლო სისტემებს  სჭირდება არა რეფორმა, არამედ თავიდან გამოგონება”

 

 

სასკოლო კვლევების ცენტრი

 

 

წყარო: http://edu.aris.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5305
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია