დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თბილისში ჩაისა და თაფლის ფესტივალი იმართება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/10/17 19:00:04

,,თბილისობის“ ღონისძიების ფარგლებში,17-18 ოქტომბერს, თბილისში, რიყის პარკში უკვე ტრადიციად ქცეული ,,ჩაისა და თაფლის ფესტივალი“ იმართება. ფესტივალი საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის და  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და ორგანიზებით ტარდება.  ღონისძიების მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია, აფხაზეთის ა/რ მთავრობა, ჩაის ქართული ბრენდი „გურიელი“ და შპს „მნათობი“.


ფესტივალი სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა, თენგიზ სვანიძემ გახსნეს. მინისტრმა ფესტივალის მონაწილეებს, ჩაის მწარმოებლებსა და ღონისძიების დამსწრე საზოგადოებას ,,თბილისობის“  დღესასწაული მიულოცა და  მეჩაიეობის დარგის განვითარების ახალი სახელმწიფო პროგრამის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.


,,ქართული ჩაისა და თაფლის პროდუქციას ექსპორტის ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. შესაბამისად, ჩვენ შევიმუშავეთ აღნიშნული დარგების ხელშეწყობის პროგრამები. მეფუტკრეობის ხელშემწყობი პროგრამა უკვე დაწყებულია, რაც შეეხება მეჩაიეობის ხელშეწყობას, სამინისტროს მიერ შემუშავებული პროექტი ეკონომიკურმა საბჭომ მოიწონა და სავარაუდოდ, უახლოეს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდება. პროგრამის ფარგლებში,  ჩაის პლანტაციების გაშენება-რეაბილიტაცია დაახლოებით 5 ათას ჰა-მდე ფართობზე იგეგმება.  დარგის უფრო ეფექტიანად განვითარებისთვის მეჩაიეობის მიმართულების  სასოფლო-სამეურნეო  კოოპერატივებიწახალისებაც  მოხდება“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.


,,ჩაისა და თაფლის ფესტივალი 2015“-ში მონაწილეობენ ჩაისა და თაფლის ადგილობრივი დ აიმპორტიორი15-მდე კომპანია. ფესტივალის მთავარი ამოცანაა მეჩაიეობის და მეფუტკრეობის სფეროებში დასაქმებული ადგილობრივი მცირე და საშუალო მეწარმეების და კოოპერატივების მხარდაჭერა, ადგილობრივ ბაზარზე   ნატურალური ჩაისა და თაფლის პოპულარიზაცია.


ფესტივალის ფარგლებში, ჩაის პროდუქცია  ქვეყნის მასშტაბით ყველა მეჩაიეობის რეგიონიდან (აჭარა, გურია, სამეგრელო, იმერეთი)არის წარმოდგენილი.  გაიმართება ჩაის, თაფლის და მეფუტკრეობის პროდუქციის პრეზენტაცია-დეგუსტაციები, ჩატარდება კონკურსი საუკეთესო შავი და მწვანე ჩაის გამოსავლენად. გამარჯვებულებს სპეციალური დიპლომები და საჩუქრები გადაეცემათ.  ფესტივალის სტუმრებს ადგილობრივი წარმოების ხარისხიანი ჩაისა და თაფლის დაგემოვნების და შეძენის საშუალება ექნებათ.


ჩაისა და თაფლის ფესტივალი მეჩაიეობისა და მეფუტკრეობის დარგის ხელშეწყობას და წახალისებას ისახავს მიზნად. უკვე რამდენიმე  წელია,  ფესტივალი ტრადიციულად  ,,თბილისობის“ ღონისძიების ფარგლებში ტარდება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 24899
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია