დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ტურისტული ლოგოსთვის მერიამ კონკურსი ხელმეორედ გამოაცხადა
2015/10/16 17:12:51

ტურიტული ლოგოსთვის ქუთაისის მერიას კონკურსი რამდენიმე თვის წინ ჰქონდა გამოცხადებული, ნამუშევრებიც შეირჩა, თუმცა მაშინ ჟიურის მიერ გამრაჯვებულად გამოვლენილი სოსო უგრეხელიძის ნამუშევარი,  ქალაქის მერმა არ დაამტკიცა და კონკურსის ხელმეორედ გამოცხადება გადაწყვიტა. 

 

მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომლითაც ქუთაისის თვითმმართველობა კონკურსს ისევ აცხადებს. 

 

„ქუთაისის, როგორც ტურისტული ბრენდის ჩამოყალიბებისთვის, უმნიშვნელოვანესია, ქალაქს ჰქონდეს ტურისტული ლოგო და სლოგანი. ლოგო და სლოგანი უნდა წარმოადგენდეს უნიკალურ ნიშანს, რომელიც საზოგადოებას დაეხმარება მოახდინოს ქუთაისის ტურისტული ცნობადობის გაზრდა. 

 


ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შესარჩევად შეიქმნა დროებითი კომისია.“

 

კონკურსანტს ნაშრომის გამოგზავნა შეუძლია ელექტრონულ მისამართზე tourism@kutaisi.gov.ge ან წარმოადგინოს დალუქული კონვერტით,ქ.ქუთაისი, რუსთაველის #3, მერიის პირველ სართულზე ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ოთახში.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2437
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია