დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ახალი სასტუმრო შენდება
2015/10/16 16:23:58

ქუთაისში გრიშაშვილის ქუჩაზე თანამედროვე სტანდარტების ევროპული ტიპის სასტუმრო შენდება.

 

სასტუმროს შპს. „თეთრი ხიდი“ აშენებს.

 

მშენებლობა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საკრებულოს დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ დაათვალიერეს. სასტუმრო, რომელიც „ბაზისბანკის“ კრედიტით შენდება, 32 ოთახზეა გათვლილი და 60-მდე სტუმარი შეუძლია, ერთდროულად მიიღოს. შენობაში, სტანდარტული ნომრების გარდა, 5 ლუქსი იქნება.

 

„სასტუმროების მშენებლობის აუცილებლობა ბაზარზე შემოსულმა ახალმა ტურისტულმა წინადადებებმა გამოიწვია, მათ შორის უნდა აღინიშნოს ქუთაისის აეროპორტის მნიშვნელობა, სადაც ათასობით უცხოელი შემოდის ყოველთვიურად“ - განაცხადა ქუთაისის მერმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2300
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია