საქართველოს სომელიეთა ასოციაცია და „თბილისის ღვინის სკოლა“ წარმოგიდგენთ სომელიეს სერტიფიცირებულ სასწავლო კურსს.
ეს პროგრამა მათთვისაა, ვისაც სურს, დაეუფლოს სომელიეს პროფესიას, მუშაობს ღვინის კომპანიაში, აპირებს, წამოიწყოს საკუთარი ღვინის ბიზნესი, ან - უბრალოდ, არის ღვინის მოყვარული.
პროგრამა მოიცავს:
· ვენახის ეკონომიკა, ტერუარი;
· ღვინის ეკონომიკა, ღვინის საწარმოს მენეჯმენტი;
· ენოლოგია;
· ღვინის დეგუსტაციის ხელოვნება;
· მსოფლიოს ღვინოები;
· საქართველოს ღვინოები;
· ქვევრი;
· სომელიეს ხელოვნება;
· ღვინო და გასტრონომია;
· ღვინის მარკეტინგი;
· სპირტიანი სასმელები;
· ღვინის ირგვლივ კულტურა: ჩაი, მინერალური წყალი, ყველი, სიგარა
სასწავლო კურსს წარმართავენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები.
სწავლა დაიწყება - 30 ოქტომბერს და მისი ხანგრძლივობაა 5თვე.
მსმენელებს, ვინც წარმატებით ჩააბარებს გამოცდებს, ოფიციალურად მიენიჭებათ “სომელიე”-ს სტატუსი, აღიარებული საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ, რომელიც საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის ნამდვილი წევრია 2014 წლიდან.
2016 წელს საქართველოს ისტორიაში პირველად ჩატარდება კონკურსი “საქართველოს საუკეთესო სომელიე”, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ “სომელიე”-ს ოფიციალური სტატუსის მქონე მონაწილეებს.
კონკურსში - “საქართველოს საუკეთესო სომელიე 2016” - ის გამარჯვებული გაემგზავრება არგენტინაში, ჩემპიონატზე “მსოფლიოს საუკეთესო სომელიე 2016“.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ასოციაციის ადმინისტრაციულ მენეჯერს ნინი შაშიაშვილს - 593286528