დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში“ მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო
2015/10/15 15:09:31

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში“ რეგისტრაციას  თბილისში ჩამოუსვლელად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე  დისტანციურად შეძლებენ.

სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე კოოპერატივებს გადაეცემათ მათ ბალანსზე არსებული სკების იდენტური რაოდენობა, არაუმეტეს 100 ცალი, ღირებულების 30%-ად. რეგისტრაციისას პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა კოოპერატივმა უნდა მიუთითოს მისთვის სასურველი სკის სახეობა (ხის სკა (რუტი , დადან ბლანტი) ან/და პენოპოლისტიროლი.

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს რომლებიც დააკმაყოფილებენ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ გარკვეულ მოთხოვნებს, მათ შორის მეპაიეთა  რაოდენობა იმ სოფლებში თემებსა და დაბებში რომელზეც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების სოციალ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, არ არის 5-ზე ნაკლები და და საკუთრებაში აქვთ არანაკლებ 30  სკა ფუტკრის ოჯახით, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მეპაიეთა რაოდენობა არ არის 11-ზე ნაკლები და ბალანსზე აქვთ აყვანილი არანაკლებ 60 სკა ფუტკრის ოჯახით.

სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე კოოპერატივი ვალდებულია 2017 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს გლობალური სოფლის მეურნეობის საუკეთესო პრაქტიკის საერთაშორისო  სტანდარტის (GLOBAL GAP) დანერგვა კოოპერატივის მფლობელობაში არსებულ საფუტკრე მეურნეობაში; ხოლო 2018 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში მიღებულ სკებში ფუტკრის ახალი  ოჯახების განთავსება. კოოპერატივები, ასევე  მიიღებენ  ტექნიკურ დახმარებასთაფლის ტექნიკური რეგლამენტის ძირითადი მოთხოვნების დანერგვასთან დაკავშირებით  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია პროგრამაში მონაწილე თითოეული კოოპერატივის მიერ წარმოდგენილ თაფლის ერთ ნიმუშს უფასოდ ჩაუტარებს ლაბორატორიულ შემოწმებას.

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამას, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების  განვითარების სააგენტოსმეშვეობით ახორციელებს.

 

 

საკონტაქტო პირი:  ნინო მელია  595 59 10 79

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7024
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია