საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
დღეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტედნი ოფიციალურად გაიხსნება
2015/10/14 10:01:43

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდის ოფიციალური გახსნა დღესაა დაგეგმილი.


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 2015 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო განახლებული ეროვნული სტენდითა და დატვირთული ლიტერატურული პროგრამით წარდგება. ეროვნული სტენდის კონცეფცია და ბაზრობაზე წარსადგენი პროგრამა ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა ქართველ გამომცემლებთან ერთად შეიმუშავა.


განახლებულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და კულტურის სამინისტროს დაფინანსებით საზღვარგარეთ გამოცემული ქართული ლიტერატურის რამდენიმე ათეული თარგმანი, მათ შორის ახალი გამოცემები და ქართველი გამომცემლობების უახლესი წიგნები. ეროვნულ სტენდზე დაგეგმილია ცენტრის მიერ სპეციალურად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის მომზადებული კატალოგების პრეზენტაცია და მიღება, სადაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი და ქართველი გამომცემლები სხვადასხვა  საერთაშორისო წიგნის ბაზრობის მენეჯმენტისა და უცხოური გამომცემლობების წარმომადგენლებს უმასპინძლებენ. ასევე გაიმართება გერმანიაში გამოცემული შოთა რუსთაველისვეფხისტყაოსნის“ (გამომცემლობა Reichert) სასაჩუქრე გამოცემის პრეზენტაცია.


ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში ჩატარდება  სხვადასხვა ფორმატის არაერთი ლიტერატურული ღონისძიება, მათ შორის, ლაშა ბუღაძის პიესის Homo ex machina თეატრალიზებული კითხვა; ანა კორძაია-სამადაშვილის რომანისვინ მოკლა ჩაიკასაჯარო კითხვა; ზაზა ბურჭულაძის რომანისადიბასი” (გამომცემლობა Aufbau) გერმანულენოვანი თარგმანის საჯარო კითხვა-დისკუსია და პრეზენტაცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ცნობილი უკრაინელი მწერალი იური ანდრუხოვიჩი; ასევე გაიმართება გამომცემლობის Pop  Verlag-ის  მიერ გამოცემული ოთხი წიგნის - ეკატერინე გაბაშვილის და ჭოლა ლომთათიძის მოთხრობების კრებულების, ესმა ონიანისა და დათო ბარბაქაძის ლექსების კრებულების - პრეზენტაცია

ქართველი ავტორებისა და, ზოგადად ქართული ლიტერატურის გაცნობისა და ინტერესის გაზრდის მიზნით დაგეგმილია ქართული დელეგაციის შეხვედრები უცხოელ გამომცემლებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე დაგეგმილი სხვადასხვა ლიტერატურული ღონისძიება ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

ქართული პროგრამა ფრანკფურტის 2015 წლის წიგნის ბაზრობაზე

v  ზევსი VS ევროპა (Homo ex machina) /საჯარო კითხვა/

ავტორი: ლაშა ბუღაძე

მოდერატორი: ზაალ ანდრონიკაშვილი

14 ოქტომბერი/15:00-16:00

Lesezelt/Agora

 

v  ქართული კულტურის საზღვარგარეთ პოპულარიზაცია /პრეზენტაცია, მიღება/

მონაწილეები: მედეა მეტრეველი - ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი

გვანცა ჯობავა - საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

14 ოქტომბერი/17:00-18:00

საქართველოს ეროვნული სტენდი/პავილიონი 5.0  B 100

 

v  შოთა რუსთაველისვეფხისტყაოსანი“ /პრეზენტაცია/

მონაწილეები: პროფესორი მანანა თანდაშვილი, პროფესორი დოქტორი  იოსტ  გიპერტი,

 ურსულა რაიჰერტი

15 ოქტომბერი/ 17:00-17:30

ფორუმ-დიალოგი / პავილიონი 5.1 A128

 

v  POP VERLAG-ის მიერ გამოცემული ოთხი ქართული წიგნის პრეზენტაცია

ავტორი: დათო ბარბაქაძე

მონაწილეები: ტრაიან პოპი, შტეფი ხოტივარი-იუნგერი, არჩილ ხოტივარი

             16 ოქტომბერი/11:30-12:00

             ფორუმ-დიალოგი / პავილიონი 5.1 A128

 

v  ზაზა ბურჭულაძეადიბასი“ /დისკუსია, საჯარო კითხვა/

ავტორი: ზაზა ბურჭულაძე

მოდერატორი: ლაშა ბაქრაძე

16 ოქტომბერი/16:00-17:00

Lesezelt / Agora

 

v  ანა კორძაია-სამადაშვილი:  „ვინ მოკლა ჩაიკა?“ /საჯარო კითხვა/

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი

მოდერატორი: ტიმ მიუკე

17 ოქტომბერი/12:30- 13:00

ფორუმ-დიალოგი / პავილიონი  5.1 A128

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 23044
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია