დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ უნდა ეძინოთ მოსწავლეებსა და სტუდენტებს დიდხანს? – კვლევის შედეგები
2015/10/13 10:07:35

კვლევების თანახმად, მეცადინეობის გვიან დაწყებისას მოსწავლეების  სწავლის დონე იზრდება. ამ დასკვნამდე  ინგლისელი და ამერიკელი   მეცნიერები მივიდნენ. ის მოსწავლეები, რომელთაც დილით  გამოძინების საშუალება მისცეს, კითხვასა და მატემატიკაში გაცილებით  წარმატებულები   იყვნენ.


ინგლისელ  და  ამერიკელ  მეცნიერთა  ჯგუფმა, რომლის წევრებიც ძილის ზემოქმედებას მოსწავლეებისა და სტუდენტების   შრომისუნარიანობაზე წლების განმავლობაში იკვლევდნენ,  თავიანთი დასკვნები ჟურნალ“learning  media   and  technology”-ში გამოაქვეყნეს.

 

ცნობილი ფაქტია,  რომ ძილის  დეფიციტს  კარგი  არაფერი  მოაქვს.  ის  იწვევს  იმუნური  სისტემის  დაქვეითებას,  ნივთიერებათა  ცვლის   დარღვევას,  დიაბეტს,  ჰიპერტონიას, სიმსუქნეს  და  ასევე  ნერვულ  აშლილობას, მღელვარებასა  და  დეპრესიას.

 

ადრეულ სასკოლო ასაკში ეს  პრობლემას არ წარმოადგენს,   სირთულეები  მოზარდობის  პერიოდში იჩენს თავს.

 

აშშ-ში სპეციალური ექსპერიმენტი ჩატარდა და ზოგიერთმა  სკოლამ ყოველდღიური  სასწავლო  პროცესი გვიან დაიწყო. შედეგად  აღმოჩნდა, რომ მოზარდებმა დაიწყეს გვიან ადგომა და დასაძინებლადაც გვიან არ წვებოდნენ.  ე. ი.  მათი  ძილის  დრო  გახანგრძლივდა. მკვლევარებმა ასევე  დააფიქსირეს,  რომ  ჩრდილოეთ კაროლინას სკოლაში, სადაც მეცადინეობა გვიან   იწყებოდა, მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა უკეთესი შედეგი გამოავლინეს.

 

მსგავსი  კვლევები  BBC-ის  აკადემიამ  ამერიკაშიც ჩაატარა,  სადაც  სტუდენტთა მეცადინეობა 07:00 და 7:50 საათზე იწყებოდა.    სტუდენტებმა,  რომელთა  საქმიანობაც  გვიან იწყებოდა, საუკეთესო  შედეგი   აჩვენეს,  როგორც  პირველ გაკვეთილზე, ასევე  მთელი დღის    განმავლობაშიც.   


მეცნიერთა  გუნდმა  სახელმწიფო   საგანმანათლებლო  სტრუქტურებს რეკომენდაციით მიმართა, რომ არ მიყვნენ ბრმად მოძველებულ სტერეოტიპებს და სასწავლო პროცესის ორგანიზება ასაკობრივი  თავისებურებების  გავალისწინებით მოხდეს.

 

UNICEF – ის კვლევა ახალგაზრდებზე – როგორია მათი განათლების დონე სქესის, ასაკის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით საქართველოში


უძილო ღამეები ბავშვის გონებას ვნებს – კვლევის შედეგები

წყარო: parents.ru

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 19629
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია