საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
60 821 პედაგოგიდან წამყვანი მასწავლებლის სტატუსი 151-მა მიიღო
2015/10/13 10:00:34

30 სექტემბრის მონაცემებით, მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში 60 821 მასწავლებელი დარეგისტრირდა, აქედან პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა 45 434 მასწავლებელს, უფროს მასწავლებლად გადანაწილდა 15 236, ხოლო წამყვანად 151. დამდგარი შედეგით, საქართველოში მოქმედ მასწავლებელთა უმეტესი ნაწილისთვის ხელფასი არ იზრდება, ვინაიდან, სქემის თანახმად, პრაქტიკოსი მასწავლებლის საფეხური სახელფასო დანამატს არ ითვალისწინებს.

 

რამდენად კმაყოფილია და როგორ აფასებს  საფეხურეობრივი გადანაწილების შედეგებს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრი?! როგორც თამარ სანიკიძემ Aris.ge- განათლებას განუცხადა, კარგი ტენდენციაა, ის, რომ მეორე საფეხურზე 15 ათასზე მეტი პედაგოგი აღმოჩნდა.


,,გადანაწილების პროცესში კარგი ტენდენცია გახლავთ, ის რომ მეორე საფეხურზე მასწავლებელთა რაოდენობა ნელ-ნელა, მაგრამ მაინც იმატებს. ის ცვლილება კი რომელიც შევთავაზეთ მაგალითად ტესტური ნაწილისთვის, წელიწადში ორჯერ გამოცდა, ნიშნავს, რომ უფრო მეტ მასწავლებელს აქვს შესაძლებლობა უფრო სწრაფად ჩააბაროს საგანი.  დანარჩენი ტრენინგ-მოდულები და მოთხოვნები, რაც არის დაწესებული ის უკვე აბსოლუტურად მასწავლებელზეა დამოკიდებული, როდის და როგორ მოახერხებს მათ ჩაბარებას. თავად მოდულები უკვე ამუშავებულია. იქიდან გამომდინარე, რომ წელიწადში ორჯერ დავუშვით გამოცდის შესაძლებლობა, მათი რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს, რაც ნიშნავს, რომ მეტი მასწავლებელი აიღებს უკეთეს ხელფასს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ჩვენთვისაც და ალბათ თავად პედაგოგებისთვისაც,”- განაცხადა თამარ სანიკიძემ.

 

რაც შეეხება თავად სქემის დანერგვის პროცესს და არსებულ ხარვეზებს, მინისტრის თქმით, მცირედი ხარვეზები უკვე გამოვლინდა.


,,მცირედი ხარვეზები იყო რეგისტრაციასთან დაკავშირებით,  მაგრამ ეს არ იყო უშუალოდ სისტემასთან დაკავშირებული,   არამედ თვითონ იმ დოკუმენტაციასთან, რომელიც მასწავლებელს ხელთ უნდა ჰქონდეს.   ზოგს დიპლომი აკლია, ზოგს რაღაც დამატებითი საბუთი და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომაც, რეგისტრაციის ვადები გავაგრძელეთ, რადგან ჯერ კიდევ არიან მასწავლებლები რომლებსაც პროცესი დასასრულებელი აქვთ. მეტი შეფერხება ჯერ-ჯერობით დანერგვისას არ შეგვხვედრია,”- დასძინა სანიკიძემ.

 

60 821 პედაგოგიდან წამყვანი მასწავლებლის სტატუსი 151-მა მიიღო

 

წყარო: http://edu.aris.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4820
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია