დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამეჯლისო ცეკვების სტუდიაში
2015/10/12 19:24:49

ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევართა კლუბის წევრები სამეჯლისო სპორტული ცეკვების სტუდია ,,ელიტაში’’ იმყოფებოდნენ.

სტუდიის ხელმძღვანელი კლუბის წევრებს სამეჯლისო ცეკვების განვითარების ისტორიასა და სტილზე ესაუბრა. სტუდიის გოგონებმა სპეციალურად კლუბის წევრებისთვის შეასრულეს რამდენიმე სოლო ნომერი და მსურველებს სახელდახელოდ შეასწავლეს მარტივი საცეკვაო ილეთები.

 

ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევართა კლუბი პროექტის ,,ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა’’ ფარგლებში შეიქმნა და მასში 14-18 წლამდე მოზარდები გაწევრიანდნენ, პროექტს „ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. პროგრამის ადმინისტრირებას იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი ახდენს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2557
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია