დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წიგნები მზეკაბანს
2015/10/12 19:21:56

ანა და რუსკა შვანგირაძეები ჯერ ისევ სკოლის მოსწავლეები არიან, თუმცა, საკმაოდ დიდ და შთამბეჭდავ ბიბლიოთეკას პატრონობენ. 


მათ ბიბლიოთეკაში მუდმივად ხდება წიგნების განახლება, ძველი გამოცემებს ახლით ჩანაცვლება
გოგონებმა უფროსების დახმარებით, ახალი გამომცემლობების თითქმის ყველა წიგნი შეიძინეს, ამიტომაც გადაწყვიტეს ქართული და უცხოური ლიტერატურის ძველი გამოცემები რომელიმე საჯარო სკოლის ბიბლიოთეკისათის გადაეცათ საჩუქრად. რჩევისთვის ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტს მიმართეს. ორგანიზაციამ ისინი თერჯოლის მუნიციაპლიტეტის კერძო სკოლა მზეკაბანს'' დააკავშირა


სკოლამ გასულ წელს სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობის'' ფარგლებში მცირე საგრანტო პროექტი ,,ბიბლიოთეკა წიგნიერების ქვაკუთხედი'' განახორციელა, პროექტის ფარგლებში სკოლის ბიბლიოთეკამ ასობით წიგნი შეიძინა, პროექტის დასრულების მიუხედავად წიგნადი ფონდის გასამდიდრებლად ღონისძიებები დღემდე მიმდინარეობს. რუსკა და ანაც ამ ღონისძიებებს შეუერთდნენ და სკოლას 700 მდე წიგნი გადასცეს

 


,,
კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა მოსწავლეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა რომ ბევრი იკითხოს, სკოლის ბიბლიოთეკები კი ამის საშუალებას უნდა იძლეოდეს'', ამბობს ანა შვანგირაძე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2141
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია