საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
უმეტესობისთვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში საყოფაცხოვრებო პირობები არ გაუმჯობესებულა
2015/10/12 14:22:10

NDI–მ ბოლოხანს ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის საზოგადოებრივი განწყობის შესწავლას.

 

კვლევა 2015 წლის აგვისტოში ჩატარდა და კითხვებზე პასუხი დაახლოებით, 4 500-მა მოქალაქემ გასცა.

როგორც კვლევიდან ჩანს, ყველაფრის გათვალისწინებით, 2014 წლის ივნისის შემდეგ, საცხოვრებელი პირობები საქართველოს ქალაქებსა და საოფლებში არ გაუმჯობესებულა გამოკითხულთა 9%-ისათვის, იგივე დარჩა 47%-ისათვის, ჯოლო გაუარესდა 43%-ისათვის.

 

ქუთაისში უმეტესობა (53%) თვლის, რომ საცხოვრებელი პირობები ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაუუარესდა, ხოლო იგივე დარჩა 39%-ისათვის.

 

მოსახლეობის უმეტესობა(მათ შორის ქუთაისშიც) თვლის, რომ მათი საცხოვრებელი გარემო, იქნება ეს ქალაქი თუ სოფელი, უსაფრთხოა. ქუთაისში ასე თვლის გამოკითხულთა 90%.

 

რაც შეეხება დასაქმებას, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა თვლის, რომ გარემო მათ ირგვლივ არ იძლევა დასაქმების შესაძლებლობას. ქუთაისელ გამოკითხულთა 90% თვლის, რომ მათ დასაქმების შანსი ადგილზე არ აქვთ.

 

უკმაყოფილო ქუთაისელთა რიცხვი გაცილებით დიდია სხვა ქალაქებთან შედარებით შემდეგ საკითხთან დაკავშირებითაც: 72% თვლის, რომ თანამდებობის პირებს მათ ქალაქში სწორი მიმართლუბით არ მიჰყავთ ქალაქი.

 

გამოკითხულთა იმ 66%-დან, ვინც არ არის დასაქმებული, 38% ეძებს სამსახურს.

 

უნდა აღინიშნოს, რომ გამოკითხულთა ყველაზე მეტი რაოდენობა კვლავ მოუწესრიგებელი გზებით (38%), წყალმომარაგებითა (32%) და გაზმომარაგებითაა(20%) უკმაყოფილო. ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პრიორიტეტებადაც მოსახლეობის უმეტესობა სწორედ ამ მიმართულებით ბიუჯეტის ხარჯვას მიიჩნევს გამართლებულად.

 

NDI–ის კვლევამ სასმელი წყლის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებაც გამოიკვლია და აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის უმეტესობა წყალსადენის სისტემით იღებს სასმელ წყალს და სრულიად ენდობა მას (67%).

 

გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა(71%) თვლის, რომ საქართველოს პარლამენტი თბილისში უნდა მდებარეობდეს. მხოლოდ 20% თვლის, რომ პარლამენტი ქუთაისში უნდა დარჩეს.

 

 ი.ბ.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1800
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია