დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ოცნების ხეივანი“ წყალტუბოში სამოქალაქო კლუბის ინიციატვით გაიხსნა
2015/10/12 11:48:37

2015 წლის 10 ოქტომბერს, წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩაზე, სასტუმრო ,,ივერიის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე, სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობის’’ ფარგლებში, შპს - არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლისოცნებისამავე სახელწოდების სამოქალაქო კლუბის ინიციატივით ღია სივრცე ახალგაზრდების საინტერესო შეხვედრებისთვის – ,,ოცნების ხეივანი’’ საზეიმოდ წყალტუბოს სახალხო დღესასწაულზე „შემოდგომის წყალტუბო“ გაიხსნა.


ღონისძიებას ესწრებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი, იმერეთის მხარის რწმუნებულგუბერნატორის აპარატის წარმომადგენლები, ქალაქის სხვა სტუმრები. 


,,
ოცნების ხეივანის’’ გახსნის ღონისძიებაზე მოეწყო სამოქალაქო კლუბის ,,ოცნების’’ მუშაობის ამსახველი ფოტოების გამოფენა. 


,,
ოცნების ხეივანი’’ სამოქალაქო კლუბ ,,ოცნების’’ ინიციატივით გაიხსნა. 


იმის გამო, რომ ქალაქში არ არსებობდა ღია სივრცე საინტერესო შეხვედრებისათვის, სამოქალაქო კლუბის წევრებმა წერილობით მიმართეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელს, შესაბამისი ღია სივრცისთვის ადგილის გამოყოფასთან დაკავშირებით, რაზეც დადებითი პასუხი მიიღეს. გაგეობამ ,,ოცნების ხეივანისთვის’’ რუსთაველის ქუჩაზე, სასტუმრო ,,ივერიის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე გამოყო ადგილი. 


,,
ოცნების ხეივანის’’ მოვლაპატრონობასა და დასუფთავებაზე სამოქალაქო კლუბი იზრუნებს, ასევე კლუბის ინიციატივით ხეივანში პერიოდულად მოეწყობა შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან, დისკუსიები სხვადასხვა თემებზე, ფილმების ჩვენებები, გამოფენები და . .

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2360
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია