დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზი“-ში
სპონსორი: PSnewsGE
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გუბერნატორებთან შეხვედრა გაიმართა
2015/10/11 17:34:56

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას ინიციატივით, ქვეყნის რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებთან შეხვედრა გაიმართა.


ოთარ დანელიამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ რეგიონების ხელმძღვანელებთან შეხვედრა უმნიშვნელოვანესია სოფლის მეურნეობის დარგში განსახორციელებელი პროექტებისა და ღონისძიებების ეფექტიანად დასაგეგმად და სწორედ ამიტომ გადაწყდა შეხვედრის ასეთ ფორმატში ჩატარება. 


,,აღნიშნულ ფორმატში გამართულ შეხვედრებზე მოსაზრებებისა და შენიშვნების გაზიარების მეტი შესაძლებლობა არსებობს. მოგეხსენებათ, ბევრი რამ გაკეთდა აგრარული დარგის განვითარებისხელშეწყობისთვის და პროგრესიც გვაქვს. ვფიქრობ, რეგიონებთან უფრო აქტიურითანამშრომლობისთვის, მსგავსიშეხვედრები სისტემური უნდა გავხადოთ“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ.


შეხვედრაზე სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელებმა განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახე პრეზენტაციები რეგიონულ ჭრილში წარმოადგინეს.რეგიონის ხელმძღვანელებს სამინისტროს მიერ მომზადებული ახალი დოკუმენტი - რეგიონების სოფლის მეურნეობის საინვესტიციო გზამკვლევი - გააცნეს, რომელიც საქართველოს  რეგიონების მიხედვით  ამომწურავ ინფორაციას მოიცავს და ერთგვარი სახელმძღვანელოა მათთვის, ვისაც აგრარულ დარგში ინვესტიციის განხორციელება სურს.


„ჩვენ დეტალურად გავეცანით სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმინაობა სმთელი საქართველოს მასშტაბით. განხილულ იქნა სხვადასხვა პროექტი და სამომავლო გეგმები, თითოეული რეგიონის მიხედვით. ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობის კარგი მაგალითია და რეგიონების მდგრად და ეფექტიან განვითარებაზეა ორიენტირებული“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი ამაშუკელმა.


როგორც გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა, გია სალუქვაძემაღნიშნა, მისასალმებელი ისეთი ფორმატის შეხვედრები, როგორიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ იქნა შემოთავაზებული.


სამინისტროში გამართულ შეხვედრას აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ.


 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოთარ დანელიამ  გუბერნატორებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზა დაათვალიერებინა და  ქართული ენდემური ვაზის უნიკალური, საკოლექციო ჯიშები გააცნო.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7048
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია