დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საჩხერეში შშმ პირებისთვის სოციალურ საწარმოს გახსნიან
2015/10/09 12:21:14

საქართველოს ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის პირთა მომსახურებას აწარმოებს, როგორც დღის ცენტრის სტატუსის მქონე ორგანიზაცია,  ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მაიორი ქრისტოფერ ბარტონი და ამერიკის საელჩოს ჰუმანიტარულ დახმარებათა პროგრამების კოორდინატორი დავით სანიაშვილი 8 ოქტომბერს ეწვია.

 

 გასულ წელს ამერიკის ვარდიის მთავარსარდლობის დახმარებით განხორციელდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც მოხდა ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალის რეაბილიტაცია, ინვენტარით აღჭურვა, შენობის ადაპტირება  და შშმ ბავშვებისთვის ავტომობილის შეძენა.


  საჩხერის მუნიციპალიტეტში, ამერიკის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დაფინანსებით  საკონდიტრო საწარმო აშენდება. ამისთვის ადგილი საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ უკვე გამოყო.  ქრისტოფერ ბარტონის განცხადებით, სავარაუდოდ,  წარმოების შენობა 2016–2017 წლებში დასრულდება.

 

 საქართველოს ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალის  დირექტორის, თამარ ზაბახიძის,  განცხადებით, საჩხერეში უკვე სახელმწიფო სტანდარტის მიხედვით მოქმედებს დღის ცენტრი, რომელიც 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარებს ემსახურება. რაც შეეხება სოციალურ საწარმოს, მას 18 წელს ზემოთ შშმ პირთა დასაქმება ექნება მიზნად და ადგილობრივ ბაზარს საკონდიტრო ნაწარმს მიაწვდის.


 

ელისო ხოჯანაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2517
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია