დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როგორ გაიხსენეს „ხელგაშლილი ქუთაისელი“
ავტორი: თამარ გოგიჩაიშვილი
2015/10/08 09:03:57

შენი ყელი, შენი მკერდი რას მიქვია!

განა რამე მწყურია?

მეზობლის ქალს ხელს ნუ ახლებ, გამიგია,

ისიც შინაურია.

 

„სიმღერებად აიტაცა  ჩვენმა ხალხმა ზურაბ კუხიანიძის ლექსები. უაღრესად საინტერესო მოქალაქე, ჭეშმარიტად კოლორიტი ქუთაისისა. კაცი, რომელსაც შეეძლო არამარტო პოეტურ სახეებში გამოეხატა თავისი ქალაქის, იმერეთის და საქართველოს სული და სახე, არამედ თვითონაც ყოფილიყო ხელგაშლილი ქუთაისელი, მოყვარული სტუმრისა, ორიგინალურად მოაზროვნე, მთარგმნელი დიდებული. მისი ლიტერატურული გაკვეთილები ჩემს გზაზე საგზლად წავიღე. მიმაჩნია, რომ, თუ ვინმემ გამოხატა ჩემი საყვარელი ქუთაისის სული პოეზიაში, ერთ-ერთი პირველი ზურაბ კუხიანიძე გახლავთ“, – აღნიშნა სახალხო მწერალმა და ნოველისტმა რევაზ მიშველაძემ ზურაბ კუხიანიძის 85 წლისადმი მიძღვნილ საღამოზე, რომელიც საზოგადოება „ქუთაისელის“  დარბაზში გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ ქუთაისის მწერალთა, ხელოვანთა და მეცნიერთა ეროვნული აკადემია, მხარდამჭერი  ქუთაისის მერია.

 

ზურაბ კუხიანიძე 1954-1977 წლებში იყო ქუთაისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის დირექტორი,  1977 წლიდან - გამომცემლობა საქართველოს" ქუთაისის ფილიალის უქიმერონის" დირექტორი. პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1952 წელს, ხოლო 1958 წელს გამოიცა მისი პირველი კრებული - „გაფრენილი წეროები“. არის 40-მდე წიგნის ავტორი.

გალაკტიონ ტაბიძის  და ლადო ასათიანის პრემიების ლაურეატის ხსოვნის საღამოს პოეტის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. აქვე თავი მოიყარეს თბილისიდან, აჭარიდან ჩამოსულმა სტუმრებმა. ქუთაისის საზოგადოებამ პატივი მიაგო მის საფლავს მწვანეყვავილას პანთეონში და ყვავილებით შეამკეს  პოეტის ძეგლი (რუსთაველის ხიდის გვერდით).  პოეტმა შოთა ზოიძემ  აღნიშნა,  რომ ზურაბ კუხიანიძის სახელი და გვარი ქართულ მწერლობაში არ გაცვდება და სწორედ მსგავსი ღონისძიებები, რომელიც ქუთათურთ არ ავიწყდებათ უკვდავყოფს მის სახელს.

 

„ ქუთაისი დღეს ძალიან დიდ პოეტს იხსენებს, უსაყვარლესს და  საპატიო თანაქალაქელს. ჩვენ ვიცით, რომ ის იყო გამორჩეული როგორც პიროვნულად, ასევე ცხოვრების სტილითაც. საზოგადოებიდან იყო მოთხოვნა, რომ ჩვენ აღგვეღნიშნა ეს დღე. საზოგადოება ქუთაისელმა გაუკეთა ამ დღეს ორგანიზება და და ძალიან მოხარული ვართ, რომ ეს დღე შედგა.  ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ მსგავს ღონისძიებებს“,  -  აღნიშნა ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ.

 

დამსწრეთ გაიხსენეს პოეტთან გატარებული დრო. გადაიხადეს პარაკლისი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6421
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია