დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რაჭაში რთველი იწყება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/10/07 18:44:19

 

 სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ რაჭის რეგიონში რთველის დაწყებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.


რამდენიმე დღეში რთველი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში დაიწყება. რთველის საორგანიზაციო საკითხები ფაქტობრივად დასრულებულია. ხელისუფლება სრულ მზადყოფნაშია, რომ წლევანდელმა რთველმა ორგანიზებულად ჩაიაროს და მოსავალის რეალიზაცია-დაბინავების პრობლემა არცერთ მევენახეს არ შეექმნას.


ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს ხელშეწყობით  მოსახლეობისგან ყურძნის მიმღები 6 პუნქტი გაიხსნება, რომლებიც 08:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე იმუშავებს. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, რთველის პროცესში ჩართული იქნებიან   ამპელოგრაფები.


სახელმწიფო მოსახლეობისგან მწიფე (კონდიციურ) 1 კგ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის მიღებას  5 ლარად, ხოლო  არაკონდიციური ყურძნის, რომლის შაქრიანობა 21 გრადუსზე ნაკლები იქნება - 3 ლარად მოახდენს.  ძელშავისა და შერეული ჯიშის ყურძენში  სახელმწიფო  70 თეთრს გადაიხდის.


რაჭაში რთველის მიმდინარეობის პერიოდში იმუშავებს ცხელი ხაზი- 2 47 01 01, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს რთველთან დაკავშირებულ საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მიღება შეეძლება. ყურძნის მიღება-გადამუშავების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვას მოსახლეობა ონლაინ რეჟიმში რთველის სპეციალურ ვებგვერდზე  www.rtveli2015.gov.ge შეძლებს.


 

კახეთის რეგიონში რთველი დასასრულს უახლოვდება. 7 ოქტომბრის 10:00 სთ-ის მონაცემებით, გადამუშავებული 122 ათას ტონაზე მეტი ყურძენი. მათ შორის 65 ათას ტონამდე რქაწითელი,  42 ათას ტონაზე მეტი საფერავი, 3 ათას ტონამდე კახური მწვანე და  12 ათას ტონაზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. ყურძნის გადამუშავებით მიღებულმა შემოსავალმა 82 მლნ ლარს გადააჭარბა.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 15522
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია