დღეს ცნობილ ქართველ მწერალს ზურაბ კუხიანიძეს დაბადებიდან 85 წელი შეუსრულდებოდა.
საიუბილეო ღონისძიებები ქუთაისში დილიდან დაიწყო. საზოგადოება „ქუთაისელის“ დარბაზში საზოგადოების წარმომადგენლებმა ზურაბ კუხიანიძე მოიგონეს. შეხვედრას ქუთაისის მერი შოთა მურღულია და ვიცე-გუბერნატორი პაატა ნადირაძე დაესწრნენ. შემოქმედებითი საღამოს გამართვამდე, ზურაბ კუხიანიძის მეგობრებმა და კოლეგებმა „მწვანეყვავილაზე“ მის საფლავს პატივი მიაგეს, ხოლო რუსთაველის ხიდთან მწერლის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.