დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რეგიონული მედიის ასოციაცია ახალგაზრდებისთვის საარჩევნო სემინარს ჩოხატაურში გამართავს
2015/10/07 02:32:33

 საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცი10ოქტომბერს  12 საათზეჩოხატაურში ახალგაზრდებისთვის საარჩევნო უფლებებთან დაკავშირებით სემინარს გამართავს.


 სემინარის მიზანია სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებაახალგაზრდა ამომრჩეველთა სამოქალაქო აქტივობის გაზრდა და მათ მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში ხელშეწყობა.


 სემინარი ორგანიზებულია „საარჩევნო სისტემების რეფორმების, განვითარებისა და სწავლების ცენტრის დაფინანსებული პროექტის -რეგიონული მედია ახალგაზრდების საარჩევნო ინფორმირებისა და განათლებისათვის“ - ფარგლებში.


აღნიშნულ შეხვედრაზე ახალგაზრდა ამომრჩევლები მიიღებენ ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:

  • საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის მოდელი (როგორ ნაწილდება ხელისუფლება სამ ინსტიტუციას შორის - პრეზიდენტი, პარლამენტი, მთავრობა);
  • ქვეყნის მართვის პროცესში ამომრჩევლის მონაწილეობის გზები (უშუალო დემოკრატია - არჩევნები, რეფერენდუმი, პლებისციტი);
  • როგორ ხდება არჩევითი ორგანოების ფორმირება (საარჩევნო სისტემა საქართველოში);
  • მოქალაქეებს და არჩეულ ინსტიტუციებს შორის ანგარიშვალდებულების პრინციპები (ხელისუფლების ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და ინფორმირებული მოქალაქე).

სემინარის მონაწილეებს სამახსოვროდ დაურიგდებათ საინფორმაციო  მასალები  და ასევე შესაძლებლობა ექნებათ, რომ ჩაერთონ ამ პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში: საუკეთესო ესსე, საუკეთესო ფოტო, საუკეთესო სლოგანი.


შეხვედრაზე  დასწრება თავისუფალია და ყველა მსურველს ველოდებით ჩოხატაურში, 10 ოქტომბერს 12 საათზე, შემდეგ მისამართზე:  დუმბაძის ქუჩა #25, გაზეთ გურიანიუსის რედაქცია, ივლიტას ბიბლიოთეკა.  სემინარი დასრულდება 17 საათზე.


დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროექტის დირექტორს, ნატო გუბელაძეს,  ტელ: 577 247711  ან  599 107794

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5804
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია