დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პედაგოგები ქუთაისის მერმა დაასაჩუქრა
2015/10/05 18:24:15

მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისის მერი სახელოვნებო დაწესებულებების პედაგოგებს შეხვდა.


ააიპ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალში, კუტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

 

შეხვედრაზე ქუთაისის მერი შოთა მურღულია მივიდა და შეკრებილებს სიტყვით მიმართა. ამ დღის აღსანიშნავად გაერთიანების ღვაწლმოსილი პედაგოგები ქალაქის მერმა დიპლომებითა და ფულადი პრემიით დააჯილდოვა. დღესვე სამუსიკო, სახელოვნებო და ფოლკლორის სასწავლებლების კურსდამთავრებულებს საზეიმოდ განათლების დამადასტურებელი დიპლომები გადაეცათ. ღონისძიება დასრულა გ. დარახველიძის სახელობის ხელოვნების სკოლისა და ა. ვასაძის სახელობის ფოლკლორის სასწავლებლის ფოლკლორული ანსამბლების გაერთიანებული კონცერტით.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4601
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია