საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში „რუსთავი2“-ის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს პატიმრობა შეუფარდეს
2015/10/05 14:22:55

ქუთაისის საქალაქო სასმართლოში რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქციის დროს დაკავებული “თავისუფალი ზონის” წევრების ნიკოლოზ ნარსიას, მირიან დეისაძის და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის კახაბერ გაბუნიას სასამართლო პროცესი დასრულდა.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძემ სამივე დაკავებულს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა, ისინი მოსამართლის გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილოები არიან და საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ. 

 

განცხადება გააკეთა რამდენიმე წუთის წინ ადვოკატმა გიორგი ონიანმაც. ის ამბობს, რომ მოსამართლეს არ ჰქონდა არანაირი საფუძველი დაეტოვებინა სამივე პირი წინასწარ პატიმრობაში.

 

სასამართლომ უარი თქვა, დაცვის მხარის შუამდგომლობაზე შეწყვეტილიყო სისხლის სამართლებრივი დევნა საქმეზე, ან დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გაეთავისუფლებინათ. 

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1598
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია