საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები დააკავეს
2015/10/03 22:34:44

ქუთაისში "თავისუფალი ზონის" სამი წევრი ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახაბერ გაბუნია დააკავეს. დაკავებულებს გუშინ, პარლამენტის შენობასთან პარლამენტის წევრის, დავით ლორთქიფაიძისათვის ფიზიკური შეურაცხოფის მიყენება ედებათ ბრალად.

 

პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი თევდორაძის განცხადებით დაკავებულების ადგილსამყოფელი ამ დროისათვის უცნობია. განცხადებას ამის შესახებ თევდორაძე ტელეკომპანია "რუსთავი 2-თან" აკეთებს. 

 

შსს-ს განცხადებით, მომხდარის გამოძიება სსკ-ის 238-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

2 ოქტომბერს, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ პარლამენტის დეპუტატს დავით ლორთქიფანიძეს პიჯაკი შემოახიეს და რუპორი ესროლეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1970
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია