დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
4 ოქტომბერს საქართველოში ღვინის დღე მასშტაბურად აღინიშნება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/10/03 13:51:08

სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, უკვე მეორე წელია   4 ოქტომბერს  „ქართული ღვინის დღე“ აღინიშნება.  წელს,საზეიმო ღონისძიებებმა მასშტაბური სახე მიიღო და თბილისის გარდა, თელავში, ქუთაისში, რუსთავსა  და ამბროლაურში გაიმართება. ღვინის დღის აღნიშვნის ძირითად მიზანს, ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ღვინის მოხმარების კულტურის ამაღლება წარმოადგენს.


,,ქართული ღვინის დღის“  ფარგლებში,  ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფისში ქართული ღვინის ცენტრი საზეიმოდ გაიხსნება. ქართული ღვინის ცენტრი  ღვინის მცირე მუზეუმს, ენოთეკას, მარანს, სადეგუსტაციო ოთახებსა და  სასწავლო აუდიტორიებს მოიცავს. ღვინის  მუზეუმში  მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული სამეურნეო იარაღი, ყურძნის საწური და ღვინის შესანახი ჭურჭელი,  სუფრის საღვინე ჭურჭელი და სასმისები იქნება წარმოდგენილი.  თითოეულ  არტეფაქტს საქართველოში ხანგრძლივი და უწყვეტი ტრადიცია აქვს.საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც შემონახულია ღვინის დაწურვის, შენახვისა და მოხმარების არქაული წესები, რაც მეღვინეობის სხვა ქვეყნებში დაკარგულია.


4 ოქტომბერს, კვირას, დღის მთავარი ღონისძიებები თბილისში, ვარდების  მოედანზე 11:00 სთ-დან 19:00 სთ-მდეგაიმართება. 

 

ტერიტორიაზე გაიშლება კარვები, სადაც ღვინის მწარმოებელი კომპანიები მომხმარებლებს საკუთარ პროდუქციას წარუდგენენ. მოეწყობა  ღვინის აღლუმიც -   ქართული  525 ვაზის ჯიშით მოხატულ მაისურებში ჩაცმული მოხალისეების მსვლელობა.  ღონისძიების ფარგლებში ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული ნახატების, ფოტოების, კულტურულ-ტრადიციული ნიმუშების და ღვინო-პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. გაიმართება კონცერტიც. საზეიმო განწყობის შექმნის მიზნით,  4 ოქტომბერს აეროპორტში ჩამოსულ უცხოელ სტუმრებს  ქართული ღვინის დღის სუვენირები გადაეცემათ და ქართული ღვინის დაგემოვნების  საშუალება ექნებათ. ,,ქართული ღვინის დღეს“ ბოთლის ღვინის ჩუქების ტრადიციაც დამკვიდრდება და  ამ ფორმით ღვინის დღის  მილოცვა მომავალში ტრადიციად იქცევა.


,,ქართული ღვინის დღის“ ფარგლებში  მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართება კახეთის რეგიონშიც. კახეთისმეღვინეთაგილდიის ორგანიზებით  თელავში ღვინისფესტივალი„თელავინო  2015“ გაიმართება. ფესტივალისსტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ ღვინის კომპანიებისა და მცირე საოჯახო მარნების წარმოებული  სხვადასხვა სახეობის ღვინო. გაიმართება  ყველისადათაფლისპროდუქციის, ასევე ხალხურირეწვისოსტატთანამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.


 

ქართული ღვინის დღე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა და პირველად გასულ წელს აღინიშნა.  ღვინის დღის აღნიშვნის ძირითად მიზანს, ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ღვინის მოხმარების კულტურის ამაღლება წარმოადგენს. ღონისძიება ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად  აღინიშნება. 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 12980
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია