დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტის სხდომა ჩაიშალა
2015/10/02 17:09:34

პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. რეგისტრაცია მხოლოდ 69 დეპუტატმა გაიარა, რაც სხდომის ჩასატარებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. 

 

დღევანდელ სესიაზე დღის წესრიგის მიხედვით უნდა განხილულიყო 2 საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი:პირველი ეხებოდა გამოუძიებელ საქმეებს, ხოლო მეორე ანტიკოუფციულ საქმეებთან დაკავშირებულ საკითხებს.

 

გარდა ამისა ნაციონალური მოძრაობა დღევანდელ სხდომაზე გეგმავდა რუსთავი 2-თან დაკავშირებით განცხადების შემუშავების საკითხის დყენებას. 

 

უმცირესობა სხდომის ჩაშლაში უმრავლესობას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ უმრავლესობას არ სურს მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა და სხდომა შეგნებულად ჩაშალეს. 

 

უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი კი ბრალდებებს პასუხობს და განმარტავს, რომ დეპუტატების ნაწილი მივლინებაშია და მათ ინტერესებში არ შედიოდა სხდომის ჩაშლა. 

 

ზვიად ძიძიგურის განცხადებით შემდეგი სხდომა მომავალ კვირას გაიმართება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3937
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია