ქუთაისის მერის მოადგილე კონსტანტინე ქავთარაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წევრები მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ნიკეას ქუჩის რეაბილიტაციის საკითხი განიხილეს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ნიკეას ქუჩაზე გზის საფარის, განათების სისტემისა და ტროტუარების რეაბილიტაცია. ასევე, სანიაღვრე სისტემისა და მიმღები ჭების მოწყობა. გარდა ამისა, პროექტით გათვალისწინებულია ქუჩის შუა ნაწილში ბალახის საფარით სამი მეტრი სიგანის გამყოფი ზოლის მოწყობა. ასევე, ნიკეას ქუჩის პირველი შესახვევისა და სანაპიროს ქუჩის გასწვრივ ტროტუარის რეაბილიტაცია. ნიკეას ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი მსოფლო ბანკის მიერ 7 552 000 ლარით ფინანსდება. ამ დროისათვის პროექტის განმახორცილებელი ორგანიზაციის შერჩევა-შეფასების პროცესი მიმდინარეობს .