დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სასწავლო ვიზიტი ყინულის მოედანზე
2015/10/02 12:03:38

ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევართა კლუბის წევრები სასწავლო ვიზიტით ქუთაისის ყინულის მოედანზე იმყოფებოდნენ. დაათვალიერეს მოედნის ინფრასტრუქტურა და მშვენივრადაც გაერთვნენ. „ყინულის მოედანი“ ქუთაისში 2011 წლიდან ფუნქციონირებს. მოედანი 700 ბავშვზეა გათვლილი, ფუნციონირებს ჰოკეის 6 ჯგუფი, აქედან ერთი გოგონებითაა დაკომპლექტებული. ბავშვები  ასევე  გადანაწილებული არიან ფიგურული სრიალისა და სამოყვარულო ჯგუფებში. ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევართა კლუბი პროექტის ,,ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა’’ ფარგლებში შეიქმნა და მასში 14-18 წლამდე მოზარდები გაწევრიანდნენ, პროექტს „ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. პროგრამის ადმინისტრირებას იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი ახდენს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2424
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია