საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მოხალისეები და ხანდაზმულთა დღე
2015/10/02 11:49:44

 

 

 

 

 

 

 

„საქართველოს მოხალისეებმა“ ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს

პროგრამის ,,საქართველოს მოხალისე'' ფარგლებში იმერეთის მოხალისეებმა ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

ქუთაისი – მოხალისეები 94 წლის თამარ ჩაკვეტაძეს ესტუმრნენ და ეს დღე ტკბილეულით მიულოცეს.

ზესტაფონი –მოხალისეები ქუჩაში დადიოდნენ და ყველა შემხვედრ მოხუცს ტკბილეულს და დიდ სითბოს ჩუქნიდნენ, მარტოხელა მოხუცებს საყოფაცხოვრებო საქმიანობაში ეხმარებოდნენ.

ვანი – მოხალისეები მარტოხელა მოხუცებს მოსავლის აღებაში, სიმინდისა და ჩალის დაბინავებაში დაეხმარნენ.

ტყიბული  – მოხალისეები სოფელ ორპირში მცხოვრებ 80 წლის ნაზი სამხარაძეს რთველსა და ყურძნის დაწურვაში დაეხმარნენ.

 

 ხოფურის სამოქალაქო კლუბის ინიციატივა

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე, 1 ოქტომბერი, სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობის'' ფარგლებში ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა აღნიშნეს, ისინი თავიანთ სოფელში მცხოვრებ 82 წლის ვენერა ლიპარტელიანს ესტუმრნენ და მისალოც ბარათთან ერთად სიმბოლური საჩუქარი გადასცეს.

 

 

 

 

 

ჩხუტელის  სამოქალაქო კლუბის ინიციატივა

სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობის'' ფარგლებში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა თავიანთ თემში მცხოვრებ მოხუცებს მიულოცეს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


ხანდზმულთა საერთაშორისო დღე ონში

სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობის'' ფარგლებში სამოქალაქო კლუბის წევრებმა ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე ონშიც აღნიშნეს. 

სოფელ ღების საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა ხელთნაკეთი ბარათები დაამზადეს და სოფელში მცხოვრებ მოხუცებს ეს დღე მიულოცეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1749
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია