დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რუსულმა თვითმფრინავებმა მთებში ისლამური სახელმწიფოს მართვის სამეთაურო პუნქტები გაანადგურეს
2015/10/01 17:51:36

რუსეთის თავდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის ავიაციამ სირიაში დაახლოებით 20 გაფრენა მოახდინა, რომელთა დროსაც მიაყენეს დარტყმები ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" საბრძოლო მასალების საწყობებს და თავშმოყრილ სამხედრო ტექნიკას.

მოსკოვი, 30 სექტემბერი - „რია ნოვოსტი". რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავებმა მიაყენეს წერტილოვანი დარტყმები ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" რვა ობიექტს სირიის ტერიტორიაზე და სრულად გაანადგურეს ისლამური სახელმწიფოს მართვის პუნქტები მთებში, განაცხადა დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა.

„საჰაერო დარტყმების შედეგად განადგურდა საბრძოლო მასალების, იარაღის, საწვავ-საპოხი მასალების საწყობები., თავმოყრილი სამხედრო ტექნიკა. ისლამური სახელმწიფოს ბოევიკების ფორმირების მართვის სამეთაურო პუნქტები მთიან ადგილებში სრულად განადგურებულია" -თქვა მან.

კონაშენკოვმა დასძინა, რომ „ყველა დარტყმა განხორციელდა საჰაერო დაზვერვისა და სირიის არმიის შტაბიდან მიღებული მონაცემების დაზუსტების შემდეგ"


„სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე და მათ მახლობლად რუსული თვითმფრინავების შეიარაღება გამოყენებული არ ყოფილა" - აღნიშნა გენერალმა.

ამასთან, სირიული ოპოზიციის ინფორმაციით, რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად სირიაში 36 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი დაიღუპა. როგორც "ბი-ბი-სი", სირიის ოპოზიციურ ქსელ "ადგილობრივ საკოორდინაციო კომიტეტებზე" დაყრდნობით იტყობინება, რუსულმა ავიაციამ ქალაქ ჰომსიდან ჩრდილოეთით მდებარე ხუთი ქალაქი დაბომბა.
მანამდე, ადამიანის უფლებების მონიტორინგის სირიის ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნულ რაიონში ავიაიერიშების შედეგად სულ მცირე 27 ადამიანი, მათ შორის 6 ბავში დაიღუპა.
სირიელი აქტივისტების მტკიცებით, რაიონები, რომლებიც რუსულმა ავიაციამ დაბომბა, "ისლამური სახელმწიფოს" კონტროლის ქვეშ არ იყო.

 

რუსეთის საგარეო უწყება კი სირიაში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლს არ ადასტურებს.

"გაჟღერდა თუ არა მინისტრ ლავროვის პირველი სიტყვები გაეროს უშიშროების საბჭოზე, მაშინვე გავრცელდა ინფორმაციები დასავლურ, რეგიონულ და უკრაინულ მედიაში, რომ იმ სამხედრო ოპერაციის შედეგად, რომელსაც სირიაში რუსეთი ახორციელებს, მშვიდობიანი ადამიანები იღუპებიან და რომ ეს ოპერაცია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ არის მიმართული. ეს ის საინფორმაციო ომია, რომლისთვისაც ვიღაც კარგად მოემზადა", - განაცხადა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მარია ზახაროვამ

 

 

წყარო: „რიანივოსტი"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2090
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია