დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ტროტუარებზე გაჩერებულ ავტომობილებს დააჯარიმებენ
ავტორი: თამარ გოგიჩაიშვილი
2015/10/01 17:16:58

პირველ იანვრამდე ქუთაისში პარკირება ქალაქის ტერიტორიაზე უფასო იქნება და არავინ არ იქნება ვალდებული გადაიხადოს პარკირების გადასახადი. ქალაქში პარკირების ადგილებზე, არსებულ მოიჯარეებს კი გაუუქმდებათ იჯარის ხელშეკრულებები, რომლებიც ყველა ვადაგასული იყო.

 

„როგორც მოგეხსენებათ, მერიის მიერ დაფუძნებული იქნა შპს „პარკინგსერვისი“, რომელიც უზრუნველყოფს პარკირების სისტემის მოწესრიგებას ქალაქში. მიმდინარე წლის ბოლომდე განხორციელდება მოსამზადებელი სამუშაოები, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. მომდევნო წლიდან კი ჩვენ მივიღებთ სრულიად გამართულ ინფრასტრუქტურას და პარკირებას ქალაქში. მანამ, სანამ ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესი მიმდინარეობს, პარკირება ქალაქში, გარდა ოპერის თეატრის მიმდებარე ტერიტორიის (რომელიც მიმდინარე წლის 3 ნოემბრამდე ფასიანი იქნება), იქნება უფასო. სისტემა იქნება სრულიად გამართული და თანამედროვე, რომელიც ექნება ქალაქს 2016  წლიდან.“ – ამბობს ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი.

რაც შეეხება საიჯარო თანხას, როგორც მერიის სამსახურის უფროსი აცხადებს, ქალაქს  მიმდინარე წლის განმავლობაში 12 000 ლარი უნდა მიეღო, რასაც 2016 წელს შპს „პარკინგსერვისისი“ აანაზღაურებს. მისივე თქმით, აქედან გამომდინარე ქალაქის  ბიუჯეტი ამ მხრივ არ დაზარალდება.

 

შპს „პარკინგსერვისის“ დირექტორის ირაკლი სარიშვილის თქმით, იქნება 272 ლოკაცია, რომელიც მთლიანობაში 3 000 მანქანის ერთდოულად დაპარკინგებას შეძლებს.

 

„თუმცა, არ გამოვრიცხავთ, რომ ეს ადგილები გაიზარდოს, ჩვენ ვაპირებთ ქრონომეტრაჟის ჩატარებას და მოთხოვნიდან გამომდინარე მაქსიმალურ სერვისს მივაწოდებთ მოსახლეობას. წლიური სააბონენტო გადასახადი იქნება 40 ლარი, 6 თვიანი – 25 ლარი, ერთთვიანი – 10 ლარი, ერთკვირიანი – 5 ლარი და ასევე იგეგმება ერთსაათიანი გადახდა, მოკლევადიანი ვიზიტორებისთვის,  რაც  50 თეთრს შეადგენს. მოსახლეობა შეძლებს ნებისმიერი ელექტრონული ფორმით ცივილურად გადაიხადოს სააბონენტო გადასახადი“, - ამბობს ირაკლი სარიშვილი.

 

ჩვენთან საუბრისას მათ ასევე აღნიშნეს, რომ გამოიყოფა სპეციალური სამსახური, რომელიც ე.წ. ტროტუარებზე დაპარკინგებულ ავტომობილებს დააჯარიმებს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2866
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია