დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
13 ივნისის სტიქიის დროს დაკარგული ელიზბარ ბაღაშვილის ცხედარი ნაპოვნია
2015/09/30 23:31:24

13 ივნისს, სტიქიის დროს დაკარგული ელიზბარ ბაღაშვილის ცხედარი ნაპოვნია. ინფორმაციას ახლობლები ავრცელებენ. 

 

ოფიციალურ უწყებებს ჯერჯერობით ფაქტი არ დაუდასტურებიათ. ცხედარი ჯერ სახლში მიასვენეს, შემდეგ კი ექსპერტიზისთვის - პროზექტურაში.

 

ოჯახის ვერსიით, დაღუპულს მტკვარში, ორთაჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე შემთხვევით მიაგნეს, მას შემდეგ რაც წყლის დონემ მნიშვნელოვნად დაიკლო. 

 

ელიზბარ ბაღაშვილი მოსკოვიდან თბილისში რამდენიმე საათის ჩამოსული იყო, ის მეგობრებთან შეხვედრის შემდეგ სახლში ტაქსით ბრუნდებოდა, მას ოჯახი და შესაბამისი სამსახურები უკვე 3 თვეა უშედეგოდ ეძებდნენ.

 

წყარო: http://1tv.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2194
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია