დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში პოლონელ მხატვრებს მასპინძლობენ
2015/09/30 20:07:08

28 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით ქუთაისში პოლონელ მხატვრებს მასპინძლობენ. მხატვრების ვიზიტი პროექტ "მეგობრობის არტ-ფაქტი"-ს ფარგლებში ხორციელდება. პროექტი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ქუთაისის მერიის მხარდაჭერითა და ააიპ კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალის დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეის ორგანიზებით ტარდება.

 

პროექტში, რომელიც ერთობლივ პლენერს გულისხმობს, ხუთი ქართველი და ხუთი პოლონელი მხატვარი მონაწილეობს. სტუმრები დღეს ქუთაისის მერის მოადგილეს კონსტანტინე ქავთარაძეს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 


"მეგობრობის არტ -ფაქტი"-ს ფარგლებში შემაჯამებელი გამოფენა 7 ოქტომბერს, ქალაქის ცენტრში, ღია ცის ქვეშ გაიმართება, ხოლო გამოფენაზე გამოტანილი ნამუშევრები კაკაბაძის სახელობის გალერეის ფონდებში დარჩება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5464
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია