დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასის ახალი სქემა
2015/09/30 07:56:52

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის ბრძანებულებით, საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა და პირობები განისაზღვრა. ბრძანება უკვე ძალაშია და 2015 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე ვრცელდება.

ბრძანების თანახმად, მასწავლებლის შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა სრული დატვირთვის შემთხვევაში 337 ლარით და 25 თეთრით განისაზღვრება.

ბრძანებაში გაწერილია რომელ მასწავლებელს ეძლევა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი.

 

2. სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა :

ა) უფროსი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 160 ლარით;

ბ) წამყვანი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 250 ლარით;

გ) მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისათვის განისაზღვრება 300 ლარით.

გარდა ამისა, ბრძანებით განისაზღვრა მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო სამუშაო საათების მიხედვით, ასევე, მასწავლებლის შრომის ანაზღაურება არდადეგების პერიოდში და სხვა საკითხები:

 

0-დან 5 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებელთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები:

 

sargo1

5-დან 10 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებელთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები:

sargo2

10 წლის ზემოთ სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებელთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები:

sargo3

 

წყარო: http://edu.aris.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6838
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია