დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაზეთი P.S. და ინტერნეტგამოცემა WWW.PSNEWS.GE აგრძელებს სტაჟიორთა მიღებას
ავტორი: ნატო გუბელაძე
2015/09/30 03:38:10

საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ 2015 წლის 10 აპრილიდან მედიასახლმა  P.S.-მა (პოსტსკრიპტუმმა),  სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის განვითარების ინსტიტუტთან (CSMDI)  ერთად, ქუთაისში პრაქტიკული ჟურნალისტიკის მედიალაბორატორია გახსნა და პირველი სტაჟიორებიც მიიღო. http://www.psnews.ge/index.php?m=68&news_id=57884

 

სტაჟიორთა მიღება კვლავ გრძელდება!

 

ეს პროექტი სპეციალურად მათთვისაა, ვისაც სურს, ჟურნალისტიკაში მაღალპროფესიონალურად დახელოვნდეს და დასაქმდეს კიდეც.

 

მსურველები კონკურსით შეირჩევიან და სამთვიან პრაქტიკას გაივლიან.

 

განაცხადის წარმოდგენა იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ნებისმიერი პროფესიის სტუდენტებს ან კურსდამთავრებულებს შეგიძლიათ, თუ მოტივირებული ხართ, რომ პრაქტიკულად დახელოვნდეთ ჟურნალისტიკაში!

 

თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, პრაქტიკაში დაეუფლოთ თანამედროვე ჟურნალისტიკის პროფესიულ სტანდარტებს, ტრადიცული და ახალი მედიის უნარჩვევებს.

 

სტაჟირებისას თქვენს განკარგულებაში იქნება შესაბამისი კომპიუტერული თუ ვიდეოტექნიკა. ამ სამი თვის მანძილზე იცხოვრებთ რეალური სარედაქციო ნიუსრუმის რეჟიმში, პროფესიონალი ჟურნალისტების ხელმძღვანელობით მოამზადებთ როგორც ახალ ამბებს გაზეთ P.S. -ისა და ყოველდღიური ინტერნეტგამოცემისთვის, www.psnews.ge , ასევესიღრმისეულ სტატიებს, ინტერვიუებსა თუ ფოტოვიდეო სიუჟეტებს.

 

მულტიმედიაპლატფორმაზე დამყარებული სწავლების მეთოდი შესაძლებლობას მოგცემთ, თანამედროვე მედიის ყველა საშუალებაში სამუშაოდ გქონდეთ ცოდნა და პრაქტიკული უნარჩვევები.

 

სტაჟირების პერიოდში, მედიალაბორატორიის სტუდენტების სტუმრები იქნებიან მოწვეული ექსპერტები მედიასამართალში, მედიაეთიკის, ფოტო და ახალი მედიის სპეციალისტები.

 

მიღებული ცოდნისა და უნარჩვევების შესაბამისად, თქვენ აგრეთვე შეძლებთ, რომ მონაწილეობა მიიღოთ რედაქციის პრესკლუბის საქმიანობაში, მოიწვიოთ თქვენთვის სასურველი ადამიანები პრესკლუბში დისკუსიადიალოგისთვის და შემდგომ გააშუქოთ მულტიმედიურ ფორმატში.

 

სტაჟირების დასასრულს  10 ბალიანი სისტემით შეფასდება სტაჟიორთა საქმიანობა შემდეგი კრიტერიუმებით:

 

· სიახლეების ათვისების უნარი;

 

· განსხვავებული ხედვისა და თემების მიგნების მიჭი;

 

·  წყაროების მოძიებისა და გადამოწმების მეთოდები;

 

·  მოვლენის მულტიმედიური გაშუქების უნარი;

 

·  გამართული ქართულით მეტყველება და წერა;

 

·  კრიტიკული აზროვნების უნარი.

 

 

ისინი, ვინც 70 %–ზე მეტ ქულას მოიპოვებენ, მიიღებენ ორენოვან სერთიფიკატს და მიეცემათ რეკომენდაცია მომავალი დამსაქმებლისთვის. სურვილის შემთხვევაში, ექნებათ შესაძლებლობა, რომ შტატგარეშედ გააგრძელონ გაზეთ "პოსტსკრიპტუმის" რედაქციასთან პრაქტიკული თანამშრომლობა.

 

ისინი, ვინც 90%–ზე მეტ ქულას დააგროვებენ, სერთიფიკატის მიღებასთან ერთად, დასაქმდებიან მედიასახლპოსტსკრიპტუმში“.

 

მსურველებმა  10 ოქტომბრამდე უნდა გამოგვიგზავნოთ სამოტივაციო წერილი, ავტობიოგრაფია (cv) და საკონტაქტო მონაცემები შემდეგ მისამართზეnato2727@gmail.com ; სასურველია ასევე ჟურნალისტური მასალის გამოგზავნა, ასთის არსებობის შემთხვევაში.

 

გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს თავად დავუკავშირდებით.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონებზე:

 577 247711 ან 599 107794

 

პროექტის ხელმძღვანელი ნატო გუბელაძე

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7940
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია