საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რატომ გადაიდო სტამბული-ქუთაისის რეისი? – „პეგასუსის“ ოფიციალური პასუხი
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/09/29 14:37:26

psnews.ge-ს დღეს დილით ერთ-ერთი მკითხველი დაუკავშირდა და ქუთაისის აეროპორტში შექმნილ სიტუაციაში გარკვევა სთხოვა. მისი თქმით, აეროპორტში არ შესრულდა რეისები ევროპის მიმართულებით მიმავალი მგზავრებისათვის, რის გამოც მთელი ღამის განმავლობაში მგზავრებს, მათ შორის, ჩვილბავშვიანებსაც, აეროპორტში, შეუსაბამო პირობებში, მოუხდათ ღამის გათევა. ჩაშლილი რეისების გამო შეწუხებული 140-მდე მგზავრმა ღამით ქუთაისი-სტამბულის რეისის გაუქმება ხმაურით გააპროტესტა.

 

როგორც გავარკვიეთ, სტამბული-ქუთაისის და ასევე სტამბული-თბილისის რეისები ავიაკომპანია „პეგასუსს“ უნდა შეესრულებინა. თუმცა უამინდობის გამო თვითმფრინავებმა გამომგზავრება ვერ შეძლეს.

 

 „პეგასუსის“ მიმართულების ხელმძღვანელმა კომპანია „გასაში“ (რომელიც პეგასუსის სავაჭრო აგენტია საქართველოში) ელენე კიკნაძემ ჩვენთვის მოწოდებულ ოფიციალურ წერილში აღნიშნა, რომ რეისები სტამბულში არსებული უამინდობის გამო გადაიდო.

 

გუშინ, 28 სექტემბერს, გაუქმდა რეისები სტამბულიდან - ქუთაისის და ქუთაისიდან სტამბულის მიმართულებით (PC450/PC451). რეისების გადადების მიზეზი იყო უამინდობა სტამბულში. ძლიერმა წვიმამ პრობლემა შექმნა სტამბულიდან ევროპის 12-მდე ქალაქის რეისებზე, მათ შორის ქუთაისის რეისზეც. თბილისის რეისი კი შესრულდა მცირე დაგვიანებით. თვითმფრინავი, რომელიც თბილისისკენ უნდა გამოფრენილიყო, იყო ხმელეთზე, ამიტომ ამინდის გამოსწორებისთანავე გახდა შესაძლებელი რეისის შესრულება. თვითმფრინავი, რომელიც ქუთაისისკენ უნდა გამოფრენილიყო ამ დროს იყო ჰაერში, უამინდობის გამო ვერ დაჯდა სტამბულში და შეცვალა მიმართულება, შესაბამისად, ვეღარ შესრულდა რეისი ქუთისისკენ.“ – აცხადებენ „პეგასუსში“.

 

ელენე კიკნაძის განმარტებით, „მგზავრები გადანაწილებულები არიან უახლოეს რეისებზე თბილისიდან და ქუთაისიდან. ქუთაისიდან თბილისში მგზავრების გადმოყვანას უზრუნველყოფს კომპანია გასა, ისევე, როგორც კვების ხარჯებს იმ მგზავრებისთვის, რომლებიც ამ დროისთვის რჩებიან ქუთაისის აეროპორტში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2357
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია