დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ოთარ დანელიამ რთველის მიმდინარეობა შეაფასა
2015/09/29 13:46:33

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ  რთველის მიმდინარეობის შესახებ ბრიფინგი გამართა.  მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ყურძნის გადამუშავების საკითხებზე.

 29 სექტემბრის 11:00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 84 ათასი ტონა ყურძენი. გადამუშავებულია რქაწითელი - 39,5 ათასი ტონა, საფერავი - 33,5 ათას ტონა, 2 ათას ტონამდე კახური მწვანე და 9 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი. ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა რეგიონში 52 მლნ ლარს მიაღწია. ღვინის კომპანიებს ყურძენი  11 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.

ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 29 ათას ტონამდე. დანარჩენი მუნიციპალიტეტების მონაცემებია: თელავი - 17,5 ათასი ტონა, ყვარელი - 15,5 ათასი ტონა, სიღნაღი - 7,3 ათას ტონა, ლაგოდეხი- 6,7 ათასი ტონა, საგარეჯო - 3,5 ათასი ტონა, ახმეტა - 2,2 ათასი ტონა და დედოფლისწყარო - 2,1 ათასი ტონა.

24 სექტემბერს დაფიქსირდა დღეღამური გადამუშავების ბოლო 25 წლის  რეკორდული მაჩვენებელი -  7 100 ტონა ყურძენი.

ამ ეტაპზე გადამუსავების პროცესში ჩართულია 67 კერძო და  სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 18 ღვინის საწარმო.

2015 წლის  28 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 23,3 მლნ (0,75 ლ) ბოთლი ღვინო. აქედენ, მხოლოდ სექტემბრის თვეში ექსპორტზე გავიდა 3,5 მლნ ბოთლი, რაც მიმდინარე წლის ყველაზე მაღალი ყოველთვიური მაჩვენებელია. ქართული ღვინის ექსპორტი 2015 წლის დასაწყისთან შედარებით 3-ჯერ გაიზარდა.

ექსპორტიორი ქვეყნების ძირითადი ხუთეულია: რუსეთი 12,1 მლნ ბოთლი, ყაზახეთი 3,4 მლნ ბოთლი, უკრაინა 1,9 მლნ ბოთლი, ჩინეთი 1,4 მლნ ბოთლი, პოლონეთი 1,1 მლნ ბოთლი.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყურძნის კონდიციაში შესვლისთანავე რთველი დაიწყება რაჭის რეგიონშიც. დღეს, ოთარ დანელია ამბროლაურის რაიონში მიემგზავრება, სადაც ღვინის კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდება და  რთველის მოსამზადებელ სამუშაოებს  გაეცნობა.

 

ოთარ დანელიამ საქართველოს ბაზარზე  საბრენდე სპირტის განსაკუთრებულ კონტროლზე  და ღვინის ბაზრის ფალსიფიკაციისგან დაცვაზეც ისაუბრა.  2015 წლის იანვრიდან ღვინოზე კონტროლი გამკაცრებულია. სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს  ფართომასშტაბიან შემოწმებას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6517
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია