საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ანიტა რაჭველიშვილი მსოფლიოს საუკეთესო მომღერალ ქალთა სამეულშია
ავტორი: თამარ გოგიჩაიშვილი
2015/09/29 13:12:31

მე ვარ ძალიან ბედნიერი!  მსოფლიოს საუკეთესო მომღერალთა შორის მესამე ადგილზე ვარ, საოცარ ანასა და წარმოუდგენელ სონდრას შემდეგ!  - წერს თავის ფეისბუქის გვერდზე მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი.

 

საოპერო სეზონის 2014-2015  წლების დასასრულს გამოქვეყნდა მომღერალთა სია, რომლებიც განსაკუთრებულ სითბოსა და მოწონებას იმსახურებდნენ, მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებულად წარმოაჩინეს.

 

ანიტა ერთადერთი ქართველია ქალთა სიაში, პირველ ადგილზეა ანა ნეტრებკო, მეორეზე  – სონდრა რადვანოვსკი.

 

მამაკაცთა სიაში ლიდერობს პლასიდო დომინგო, მეორეზე იონას კაუფმანი (ანიტა რაველიშვილის პარტნიორი „კარმენში- დონ ხოსე), მესამე ადგილზე სელსო ალბელოა.

 

ცნობისათვის, 26 სექტემბერს სტრასბურგის მთავარ საკონცერტო დარბაზში ქართველ შემსრულებელთა კონცერტი გაიმართა, რომელიც პაატა ბურჭულაძის ფონდ „იავნანას“ ეგიდით ჩატარდა.

 

მონაწილეობდნენ : სიმფონიური ორკესტრი,  ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, პაატა ბურჭულაძე, ნინო მაჩაიძე, ანიტა რაჭველიშვილი, ლადო ათანელი და ოთარ ჯორჯიკია.

 

ბინა კიდევ 2 მრავალშვილიან ოჯახს გადაეცა.

 

 

 


მოამზადა თამარ გოგიჩაიშვილმა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5088
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია