დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კახა კალაძე: რამდენიმე დღეში დენი გაიაფდება, შემდეგ - გაზი და საწვავი
2015/09/28 09:57:10

რამდენიმე დღეში, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე სპეციალურ ბრიფინგს გამართავს და საზოგადოებას ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებას ამცნობს. "ვერსიასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში, მინისტრი კონკრეტულ ციფრებს არ ასახელებს, მაგრამ ამბობს, რომ დენის ტარიფი რამდენიმე თეთრით შემცირდება, რადგან "ინტერ რაოსთან" მოლაპარაკება თითქმის დაასრულა.

 

”ენერგეტიკის მინისტრად ჩემი დანიშვნის პირველივე დღიდან, აქტიურად ჩავერთე ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებულ სამუშაოში, რადგან ეს არის თემა, რომელიც ამ ქვეყნის მოსახლეობას აწუხებს. ფაქტობრივად, პროცესი უკვე დასრულებულია, დეტალებს ჯერ არ დავაკონკრეტებ, მაგრამ მხოლოდ იმას გეტყვით, რომ რამდენიმე დღეში, ბრიფინგს ჩავატარებთ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გაიგებს, რამდენით შემცირდება ელექტროენერგიის ტარიფი. უკვე დავასრულეთ მოლაპარაკება "ინტერ რაოსთან", მაგრამ ახლა დეტალებს ვაზუსტებთ. კონკრეტულ ციფრებზე, თუ რამდენი თეთრით შემცირდება დენის ტარიფი, ახლა არ ვისაუბრებ, მაგრამ დეტალურ ინფორმაციას მხოლოდ მას შემდეგ მოგაწვდით, როდესაც მემორანდუმსა და კონტრაქტებს ხელს მოვაწერთ”, - აცხადებს კალაძე.

 

რაც შეეხება გაზის ტარიფს, კალაძე ამბობს, რომ მომდევნო ეტაპზე, გაზისა და საწვავის გაიაფებაზეც იმუშავებენ.

 

 ”ეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისა და ჩვენს ინტერესებში შედის, ამიტომ დენის შემდეგ გაზი და საწვავი აუცილებლად გაიაფდება”, - აცხადებს ენერგეტიკის მინისტრი.

 

წყარო: primenewsgeorgia.g

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6858
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია