საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთის დელეგაცია ხარკოვში ტურისტულ ფორუმში მონაწილეობს
2015/09/25 11:34:42

ქუთაისის მერიის და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის დელეგაცია მონაწილეობას იღებს უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში 24-25 სექტებერს მიმდინარე მეშვიდე საერთაშორისო ტურისტულ ფორუმში სახელწოდებით: „ხარკოვი-პარტნიორობა ტურიზმის სფეროში“.

 

მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, პაატა კლდიაშვილმა, ფორუმის პირველ დღეს პლენარულ სესიაზე წარადგინა პრზენტაცია თემაზე: „ტურიზმი, როგორც ქალაქის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება“. ფორუმის ფარგლებში,

 

მთავარ საკონფერენციო დარბაზში მოეწყო ქუთაისის და იმერეთის რეგიონის ტურისტული ღირსშესანიშნაობების ამსახველი ფოტოების გამოფენა, რომელიც კიდევ ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება ხარკოვის სხვადასხვა საგამოფენო დარბაზებში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5147
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია