25 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპარში გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი მკლავჭიდში, რომელშიც მონაწილეობას იღებს საქართველოს ნაკრებით. მის შემადგენლობაში ქუთაისიდან 5 სპორტსმენი მონაწილეობს: ირაკლი გამთენაძე – მსოფლიო ჩემპიონი (2013 წ, 90 კგ წონითი კატეგორია), ბეთქილ ონიანი – (18 წლამდე, 75 კგ), გიორგი ონიანი (90 კგ, 21 წლამდე), ვახტანგ ახობაძე – ევროპის ჩემპიონატის 2015 წლის ვერცხლის პრიზიორი (პარაოლიაპიელი, 60 კგ), ზურაბ ბუცხრიკიძე – ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (პარაოლიმპიელი, 70 კგ).
ქუთაისის გუნდის წარმომადგენელი და ამავე დროს მწვრთვნელი ირაკლი გამთენაძე ირაკლი გამთენაძეს იმედი აქვს, რომ ქუთაისელი სპორტსმენები მსოფლიო ჩემპიონატზე მედლების მაქსიმალურ რაოდენობას დაეუფლებიან. მკლავჭიდელები ფიქრობენ, რომ ეს ტურნირი მათთვის წარმატებული იქნება.
ტურნირზე გამგზავრება მკლავჭიდის ეროვნულმა ფედერაციამ და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ უზრუნველყო.
ი.ბ.