საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ტაო-კლარჯეთიდან დაბრუნებული სტუდენტები ქუთაისის მერს შეხვდნენ
2015/09/24 15:15:31

ქუთაისის მერი შოთა მურღულია მერიის თეთრ დარბაზში ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ამ სტუდენტების მონაწილეობა ტაო-კლარჯეთის სამეცნიერო ექსპედიციაში ქუთაისის მერიის თანადაფინანსებით მოხერხდა.

 

დიალექტოლოგიური პრაქტიკის გასვლითი ტური საქართველოს უძველეს მხარეში, ჰუმანიტარული ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის 20-მა სტუდენტმა გაიარა. პროფესორ ტარიელ ფუტკარაძისა და ეკა დადიანის ხელმძღვანელობით სტუდენტები 11 დღის განმავლობაში სტუმრობდნენ ადგილობრივ თანამემამულეებს, იწერდნენ დიალექტიკურ ტექსტებს, მეტყველების ნიმუშებს, ეცნობოდნენ წეს-ჩვეულებებს. მათ მოინახულეს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ქრისტიანული ძეგლები. ექსპედიცია აგვისტოს თვეში განხორციელდა. იგი მიზნად ისახავდა იმერხევსა და ტაოში მცხოვრებ ქართველებთან კავშირ-ურთიერთობების გაღრმავებასა და ახალი კონტაქტების მოძიებას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1741
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია