დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბავშვის საფენების მითვისებაში ბრალდებული პოლიციამ დააკავა
2015/09/24 15:10:30

თბილისში 1979 წელს დაბადებული იოსებ კ. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული, რომელიც ერთ-ერთ კომპანიაში დისტრიბუტორად მუშაობდა, თაღლითურად დაეუფლა ამავე კომპანიის კუთვნილ, 450 ყუთ საბავშვო ჰიგიენურ საფენს, რითაც აღნიშნულ კომპანიას 28 800 ლარის ზარალი მიაყენა. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა თაღლითურად დაუფლებული პროდუქციის ნაწილი გაყიდა. სამართალდამცველებმა ფული და მითვისებული საქონელი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით).

 

წყარო: http://police.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2342
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია