საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე ყოველდღიური გადაცემა "რეალური სივრცე" იწყება
2015/09/23 20:43:44

ახალი სატელევიზიო სეზონიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე ყოველდღიური გადაცემა "რეალური სივრცე" იწყება. გადაცემაში რეგიონული მაუწყებლობის ასოციაციის ჟურნალისტები მიიღებენ მონაწილეობას. 

რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელში დღეს ტრენინგი ჩატარდა. ტექნიკური ტრენინგის მიზანი სამოქალაქო ჟურნალისტიკის განვითარება და მასალების ოპერატიულად მიწოდებაა. 

ახალი სატელევიზიო სეზონიდან გადაცემა "რეალური სივრცისთვის" მოქალაქეებს საშუალება ექნებათ საკუთარი პრობლემების შესახებ მასალები მობილური ტელეფონით გადაიღონ და ტელევიზიას მიაწოდონ. ასევე გადაცემაში განხორციელდება პირდაპირი ჩართვები ყველა რეგიონიდან. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 35265
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია